ღირებულებები

84ჰადისების სია 11ქვეკატეგორიები

ჰადისების სია 84

ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია
ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება
დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით
ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს
არ გადააქციოთ თქვენი სახლები საფლავებად და არ აქციოთ ჩემი საფლავი სადღესასწაულო ადგილად. დამლოცეთ, რადგან თქვენი დალოცვა ჩემამდე აღწევს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ
ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა
რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან
ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია
ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება
ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!
ყოველი კეთილი საქმე სადაყაა (მოწყალება)
არ შევა სამოთხეში ნათესაური კავშირის გამწყვეტი
ვისაც სურს, რომ მისი სარჩო გაიზარდოს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს, დაე, შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები
ვედრება თაყვანისცემაა
არაფერია ალლაჰისთვის უფრო დასაფასებელი, ვიდრე ვედრება(დუა)
ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს
ვინც იტყვის ათჯერ
ვისაც ალლაჰი სიკეთეს უსურვებს, მას რელიგიის
ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს
რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას
ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად
ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა
ჭეშმარიტად ალლაჰი განკითხვის დღეს
გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის ორად, და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს
არ დაგაფიცეთ იმიტომ, რომ ეჭვი შემქონდეს თქვენში, არამედ ჯიბრილმა ჩემთან მოვიდა და მაცნობა, რომ დიდებული და უზენაესი ალლაჰი ამაყობს თქვენით ანგელოზების წინაშე
საუკეთესო დინარი, რომელსაც მამაკაცი ხარჯავს, არის დინარი, დახარჯული საკუთარი ოჯახის საჭიროებებზე, დინარი, დახარჯული მის საცხენოსნო ცხოველზე ალლაჰის გზაზე და დინარი, დახარჯული მის თანამგზავრებზე ალლაჰის გზაზე
ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკრა თავისი თითები, რათა ხაზი გაესვა სიახლოვისთვის
ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის
რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე
მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით
ვფიცავ ალლაჰს, თუ ალლაჰი შენი მეშვეობით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე რომ გყავდეს წითელი აქლემები
გეშინოდეთ ალლაჰის, თქვენი ღმერთის; აღასრულეთ თქვენი ხუთი სავალდებულო ლოცვა, იმარხულეთ თქვენი თვე (რამადანი), გადაიხადეთ თქვენი ქონებიდან ზაქათი და დაემორჩილეთ თქვენს მმართველებს, და თქვენ შეხვალთ თქვენი ღმერთის სამოთხეში
გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?
გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს?
დაე დამცირებულ იყოს, კიდევ დაე დამცირებულ იყოს და შემდეგ კიდევ დაე დამცირებულ იყოს! ჰკითხეს: "ვინ, ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ვინც თავისი მშობლებს მოხუცებულობის ასაკში მოუსწრო, ერთ-ერთი მათგანი ან ორივე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამოთხეში არ შევიდა
ცალკემყოფები დაწინაურდნენ
ღამის მოგზაურობის დროს შევხვდი იბრაჰიმს, რომელმაც მითხრა: "ო მუჰამმად, გადაეცი ჩემი სალამი შენს უმმათს და აცნობე მათ, რომ სამოთხე უხვი მოსავლიანი ნიადაგიანია და მტკნარი წყაროს მქონეა
თუ მართლა ასეა, როგორც ამბობ, მაშინ თითქოს მათ ცხელ ნაცარს აჭმევ, და ყოველთვის ალლაჰის მხრიდან დახმარება გექნება მათ წინააღმდეგ, ვიდრე ამ გზას გააგრძელებ
თუ რომელიმე ჯგუფი თავიანთ მეჯლისში ალლაჰის ხსენების გარეშე ადგება, ისინი ჰგვანან იმას, ვინც მკვდარი ვირის გვერდით იჯდა და ადგა. ეს მეჯლისი მათთვის სინანულის მიზეზი გახდება
დაე, შენი ენა მუდამ ახსენებდეს ალლაჰს
ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში
ვინც კითხულობს ყურანს გამართულად და კარგად, ის იქნება კეთილშობილ და მორჩილ მწერლებთან ერთად, ხოლო ვინც კითხულობს ყურანს გაჭირვებით, ბორძიკით, მას ორმაგი ჯილდო ექნება
კაცი, რომელიც ბადრის ბრძოლაში და ჰუდაიბიას შეთანხმებაში მონაწილეობდა არასდროს შევა ჯოჯოხეთში
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრსა და უმარს უთხრა: «ეს ორნი არიან სამოთხის ხანდაზმულთა ბატონები, როგორც პირველთაგან, ისე უკანასკნელთაგან, გარდა მოციქულებისა და შუამავლებისა
ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: „განა არ აღიარებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?
„საქმეები - ექვსი სახისაა, ხოლო ადამიანები - ოთხი კატეგორიის. ორი აუცილებელი შედეგი. სხვადასხვა საზღაური. საზღაური სიკეთის ათმაგია. საზღაური კეთილი საქმის შვიდასმაგია
„ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს
ერთხელ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაღაც ახსენა და თქვა: "ეს მოხდება მაშინ, როცა ცოდნა გაქრება
ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან
ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა
სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს
ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს
ვინც ხმამაღლა კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ გასცემს სადაყას (მოწყალებას); ხოლო ვინც ჩუმად კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც ჩუმად გასცემს სადაყას
მათ ალლაჰის მოციქულისგან ათ-ათ აიათს სწავლობდნენ, და არ იღებდნენ სხვა ათ აიათს, სანამ არ გაიგებდნენ, რა ცოდნა და ქმედება
ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი} [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: «წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა ალ-მუნზირ
თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს
როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე
ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ
ალლაჰი არ იღებს ქმედებას, თუ იგი არ არის შესრულებული გულწრფელად მხოლოდ მისი გულისთვის და მისი წმინდა სახისკენ სწრაფვისთვის
როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს
ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის
ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მას დაავალდებულა სამოთხე, ან მისი წყალობით ჯოჯოხეთისგან გაათავისუფლა
მუსლიმი კაცის მიერ ზურგს უკან ვედრება თავისი ძმისთვის მიღებულია
ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის სახელით ფიცს დადებს, ალლაჰი აუცილებლად აღასრულებს მის ფიცს
ჭეშმარიტად, ის ხელმძღვანელობა და ცოდნა, რომლითაც ალლაჰმა მე წარმაგზავნა, ჰგავს მიწაზე მოსულ წვიმას
სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე
როდესაც ადამიანი მიდიოდა გზაზე და შემოხვდა ამ გზაზე ეკლიანი ჯოხი, აიღო და გადააგდო ის, ალლაჰმა მას მადლობა გადაუხადა და მიუტევა
იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის
ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს
ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი
ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ
როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა
ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა
ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან
ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ
არეულობის დროს შესრულებული ღვთისმსახურება ჩემსკენ გაკეთებული ჰიჯრის მსგავსია
როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან
ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვის უნდა მოვეპყრო ყველაზე კეთილშობილურად?" მიპასუხა: «შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ შენს მამას, შემდეგ – ყველაზე ახლობელს, შემდეგ კი – მასზე უფრო ახლობელს
თუ ხალხს ეცოდინებოდა, რამდენი ჯილდო არის აზანში და პირველ რიგში დგომაში, და არ იპოვიდნენ სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, ისინი აუცილებლად წილს იყრიდნენ