+ -

عَنْ زِيَادِ بْنِ لَبِيدٍ رضي الله عنه قَالَ:
ذَكَرَ النَّبِيُّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ شَيْئًا، فَقَالَ: «ذَاكَ عِنْدَ أَوَانِ ذَهَابِ الْعِلْمِ» قُلْتُ: يَا رَسُولَ اللَّهِ، وَكَيْفَ يَذْهَبُ الْعِلْمُ، وَنَحْنُ نَقْرَأُ الْقُرْآنَ وَنُقْرِئُهُ أَبْنَاءَنَا وَيُقْرِئُهُ أَبْنَاؤُنَا أَبْنَاءَهُمْ إِلَى يَوْمِ الْقِيَامَةِ؟ قَالَ: «ثَكِلَتْكَ أُمُّكَ زِيَادُ، إِنْ كُنْتُ لَأُرَاكَ مِنْ أَفْقَهِ رَجُلٍ بِالْمَدِينَةِ، أَوَلَيْسَ هَذِهِ الْيَهُودُ وَالنَّصَارَى يَقْرَؤونَ التَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ، لَا يَعْمَلُونَ بِشَيْءٍ مِمَّا فِيهِمَا؟!».

[صحيح لغيره] - [رواه ابن ماجه] - [سنن ابن ماجه: 4048]
المزيــد ...

ზიად იბნ ლაბიდისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
ერთხელ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაღაც ახსენა და თქვა: "ეს მოხდება მაშინ, როცა ცოდნა გაქრება". მე ვთქვი: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ შეიძლება ცოდნა გაქრეს, როცა ჩვენ ვკითხულობთ ყურანს, ვასწავლით ჩვენს შვილებს და ჩვენი შვილები ასწავლიან თავიანთ შვილებს განკითხვის დღემდე?" მან თქვა: "დაგკარგოს შენმა დედამ ო, ზიად! მე შენ გხედავდი ქალაქ მედინას ყველაზე მცოდნე კაცად. განა ეს ებრაელები და ქრისტიანები არ კითხულობენ თორასა და ინჯილს, და არ ასრულებენ არაფერს მისგან, რაც იმ ორივე წიგნშია?!"

[სანდო სხვა ჰადისით] - [გადმოსცა იბნ მააჯამ] - [სუნან იბნ მააჯაჰ - 4048]

განმარტება

მოციქული მუჰამმაედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი საჰაბებს შორის იჯდა და თქვა: "ეს არის დრო, როცა ცოდნა ადამიანებს წაერთმევათ და დაკარგავენ მას". ზიად იბნ ლაბიიდ ალ-ანსარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაოცდა და მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: მან თქვა: „როგორ შეიძლება ცოდნა წაგვერთვას და დაიკარგოს ჩვენგან?! ჩვენ ხომ წავიკითხეთ ყურანი და დავიზეპირეთ ის; და ვფიცავ, ჩვენ მას წავიკითხავთ და ვასწავლით ჩვენს ცოლებს, შვილებს და შვილიშვილებს". მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაოცებით უპასუხა: „შენმა დედამ დაგკარგოს, ო ზიად! მე შენ მედინის მცოდნე ხალხიდან მიმაჩნდი!“ შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუხსნა, რომ ცოდნის დაკარგვა არ ხდება ყურანის დაკარგვის გამო, არამედ ცოდნის დაკარგვა ხდება იმის გამო, რომ ადამიანები აღარ მოქმედებენ მისი სწავლების შესაბამისად. ებრაელებსა და ქრისტიანებს აქვთ თორა და ინჯილი, მაგრამ ეს მათთვის სარგებლობის მომტანი არ აღმოჩნდა, და არც მათში არსებული მიზანი იყო მათთვის სასარგებლო, რადგან ეს მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა ემოქმედათ იმის შესაბამისად, რაც მათ შეიტყვეს.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წმინდა ყურანებისა და წიგნების არსებობა ხალხში არ მოუტანს მათ სარგებელს, თუ არ იმოქმედებენ მათ მიხედვით.
  2. ცოდნის დაკარგვა აიხსნება რიგი მიზეზებით, მათ შორის არის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალება, რელიგიური სწავლულების გარდაცვალება და ცოდნის პრაქტიკისგან უარის თქმა.
  3. "განკითხვის დღის ნიშნებიდან ერთ-ერთი არის ცოდნის გაქრობა და მისი პრაქტიკაში გამოყენებაზე უარის თქმა.
  4. მოწოდება ცოდნის შესაბამისად მოქმედებისკენ, რადგან სწორედ ის არის მიზანი.
მეტი