+ -

عن المقدام بن معدِيْكَرِب رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«أَلَا هَلْ عَسَى رَجُلٌ يَبْلُغُهُ الْحَدِيثُ عَنِّي وَهُوَ مُتَّكِئٌ عَلَى أَرِيكَتِهِ فَيَقُولُ: بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ كِتَابُ اللهِ، فَمَا وَجَدْنَا فِيهِ حَلَالًا اسْتَحْلَلْنَاهُ، وَمَا وَجَدْنَا فِيهِ حَرَامًا حَرَّمْنَاهُ، وَإِنَّ مَا حَرَّمَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَمَا حَرَّمَ اللهُ».

[صحيح] - [رواه أبو داود والترمذي وابن ماجه] - [سنن الترمذي: 2664]
المزيــد ...

გადმოცემულია მიყდაამ იბნ მა'დიქარიბისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
"განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია, რასაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვპოულობთ, ნებადართულად მივიჩნევთ, ხოლო რასაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვპოულობთ, აკრძალულად მივიჩნევთ". ჭეშმარიტად ის, რაც მოციქულმა მუჰამმადმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას აკრძალა, ისეთივე აკრძალულია, როგორც ალლაჰმა აკრძალა."

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ] - [სუნან ალ-თირმიზი - 2664]

განმარტება

მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ახლოვდება დრო, როცა გამოჩნდება ხალხის ისეთი კატეგორია, რომელთაგან ზოგიერთი დასვენებული და თავიანთ საწოლზე მიყრდნობილი იქნება, როცა მათ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადისებს ამცნობენ, ისინი იტყვიან: „ჩვენსა და თქვენს საქმეებს შორის განმსჯელი მხოლოდ ყურანია, ის საკმარისია ჩვენთვის. რაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვიპოვეთ, იმის მიხედვით ვიქცევით, და რაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვიპოვეთ განვერიდეთ მისგან". მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგ განმარტა, რომ ყველაფერი, რაც მან აკრძალა ან რისგანაც თავის არიდება ბრძანა თავის სუნნაში, იგივე გადაწყვეტილებას ფლობს, როგორც ალლაჰმა აკრძალა თავის წიგნში (ყურანში). ეს იმიტომ, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის ის, ვისაც მიაქვს ღმერთის ცნობა ხალხთან.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სუნნა უნდა განდიდდეს ისეთივე პატივისცემით, როგორც ყურანი, და მისი სწავლება უნდა იქნას გათვალისწინებული.
  2. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილება არის ალლაჰზე მორჩილება, და მასზე დაუმორჩილებლობა არის ალლაჰზე დაუმორჩილებლობა.
  3. სუნნას მტკიცებულების ძალა ისლამურ კანონმდებლობაში ურყევია, და ვინც ამას უარყოფს ეს ჰადისი მის საწინააღმდეგო არგუმენტია.
  4. ვინც სუნნას ზურგს აქცევს და მხოლოდ ყურანზე დაკმაყოფილებას ამტკიცებს, მაშინ ის უარმყოფელია ორივესი — სუნნისაც და ყურანისაც, ასეთი ადამიანი მატყუარაა, როცა ამტკიცებს, რომ ყურანს მიყვება.
  5. ერთ-ერთი მტკიცებულება მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებისა არის ის, რომ მან გვამცნო მომავალი მოვლენები, და ისინი მოხდა ზუსტად ისე, როგორც მან გვამცნო.
მეტი