+ -

عَنْ أَنَسٍ رضي الله عنه قَالَ:
جَاءَ رَجُلٌ إِلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَقَالَ: يَا رَسُولَ اللهِ، مَا تَرَكْتُ حَاجَّةً وَلَا دَاجَّةً إِلَّا قَدْ أَتَيْتُ، قَالَ: «أَلَيْسَ تَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللهِ؟» ثَلَاثَ مَرَّاتٍ. قَالَ: نَعَمْ، قَالَ: «فَإِنَّ ذَلِكَ يَأْتِي عَلَى ذَلِكَ».

[صحيح] - [رواه أبو يعلى والطبراني والضياء المقدسي] - [الأحاديث المختارة للضياء المقدسي: 1773]
المزيــد ...

გადმოცემულია ანასისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
ერთმა ადამიანმა მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: „ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: „განა არ აღიარებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?» — და სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვები. კაცმა უპასუხ: რა თქმა უნდა! მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, ეს შლის იმ ყველაფერს".

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აბუ ია'ლამ, ალ-ტაბარაანიმ და ალ-დიაუ ალ-მაყდისიმ] - [ად-დიაა' ალ-მაყდისის რჩეული ჰადისები - 1773]

განმარტება

მამაკაცი მივიდა მოციქულ (მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე ჩავიდინე ყველა ცოდვები, არ დამიტოვებია არც მცირე და არც დიდი ცოდვა, რაც არ ჩამედინოს და მეპატიება მე? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მას: "ნუთუ არ ამოწმებ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?" ეს კითხვა გაიმეორა სამჯერ, და მან უპასუხა: დიახ, ვამოწმებო, და ამცნო მას ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შაჰადათის (ორი დამოწმების) სიკეთე და ის, თუ როგორ ხდება მათი საშუალებით ცოდვათა გამოსყიდვა, ასევე ის, რომ მონანიება შლის წინათ ჩადენილ ცოდვებს.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შაჰადათის (ორ დამოწმების) სიდიადე და მათი უპირატესობა ცოდვებზე იმათთვის, ვინც გულწრფელად ამბობს მათ მისი გულიდან.
  2. ისლამი ანადგურებს ყველა ცოდვებს, რაც იყო მის წინ.
  3. გულწრფელი მონანიება შლის ყველაფერს, რაც მანამდე იყო.
  4. გამეორება სწავლის პროცესში იყო ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყენებდა.
  5. შაჰადათის (ორ დამოწმების) სიკეთე ის არის, რომ ისინი ცეცხლში მარადიულად ყოფნისგან ხსნის ადამიანს.
მეტი