კატეგორია: ღირსება და ეთიკა .
+ -

عن أبي أيوب الأنصاري رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال:
«لَا يَحِلُّ لِرَجُلٍ أَنْ يَهْجُرَ أَخَاهُ فَوْقَ ثَلَاثِ لَيَالٍ، يَلْتَقِيَانِ، فَيُعْرِضُ هَذَا وَيُعْرِضُ هَذَا، وَخَيْرُهُمَا الَّذِي يَبْدَأُ بِالسَّلَامِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6077]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მუსლიმანს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6077]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუკრძალა მუსლიმანს თავის მუსლიმ ძმასთან ურთიერთობის გაწყვეტა სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც ისინი შეხვდებიან არ ესალმებიან და არ ესაუბრებიან ერთმანეთთან.
ამ სიტუაციაში, ორ დაპირისპირებულს შორის საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისკენ და კონფლიქტის მოგვარებისკენ, დაწყებული მისალმებით. აქ საუბარია დროებით ურთიერთობის შეწყვეტაზე (ბოიკოტზე) პირადი წყენის გამო. რაც შეეხება ბოიკოტს, რომელიც გამოწვეულია ალლაჰის უფლების დარღვევით, მაგალითად, ცოდვილებთან, სიახლის(ბიდ'ათის) მიმდევართან და ცუდ მეგობრებთან მიმართებაში, ასეთი ბოიკოტი დროში არ არის შეზღუდული და გრძელდება მანამ, სანამ მასში არის სარგებელი და წყდება მაშინ, რომ ეს სარგებელი მთავრდება.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დაშვებულია ურთიერთობის შეწყვეტა და დუმილი მაქსიმუმ სამი დღის განმავლობაში, ადამიანის ბუნების გათვალისწინებით. ეს დროებითი ბოიკოტი საშუალებას აძლევს განაწყენებულ მხარეებს რომ, მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა მშვიდად ჩაიაროს.
  2. მისალმების ღირსება და ის, რომ ის წმენდს გულებს და არის სიყვარულის ნიშანი.
  3. ისლამური სარწმუნოება ისწრაფვის თავის მიმდევრებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებისკენ.
მეტი