მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)
მუსლიმს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს
როცა თქვენგან რომელიმე შეხვდება თავის ძმას, დაე, მიესალმოს მას. ხოლო თუ მათ შორის ხე, კედელი ან ქვაა, შემდეგ კვლავ შეხვდება მას, დაე, კიდევ ერთხელ მიესალმოს
არ მიესალმოთ ებრაელებსა და ქრისტიანებს პირველებმა. თუ მათგან ვინმეს შეხვდებით გზაზე, აიძულეთ, რომ გაიაროს გზის ყველაზე ვიწრო ნაწილზე
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ
როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას, კვლავ მიესალმოს. რადგან პირველი სალამი არ არის უფრო უფლებიანი, ვიდრე უკანასკნელი
ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი
როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან