კატეგორია: ღირსება და ეთიკა .
+ -

عن عائشة رضي الله عنها عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«إِنَّ أَبْغَضَ الرِّجَالِ إِلَى اللهِ الْأَلَدُّ الْخَصِمُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 2457]
المزيــد ...

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანები არიან ისინი, ვინც მუდმივად დავობენ და კამათობენ».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 2457]

განმარტება

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვამცნობს, რომ ყოვლადკეთილი და დიადი ალლაჰი განსაკუთრებით ვერ იტანს იმ ადამიანს, ვინც მუდმივად და მძაფრად კამათობს, არ იღებს ჭეშმარიტებას და ცდილობს თავისი კამათით მის უარყოფას. ის შეიძლება მართლაც იყოს მართალი, მაგრამ გადაჭარბებულად იქცევა, სცილდება დასაშვებ საზღვრებს და ჩაებმება კამათში ცოდნის გარეშე.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დაჩაგრულთათვის საკუთარი უფლებების მოთხოვნა შარიათის კანონების მიხედვით სასამართლო განხილვით არ მიიჩნევა არასასურველ კამათად.
  2. კამათი და ჩხუბი არის ენის ერთ-ერთი ბოროტება, რომელიც იწვევს განხეთქილებას და უთანხმოებას მუსლიმებს შორის.
  3. კამათი დასაფასებელია, თუ ის ხდება ჭეშმარიტების დასაცავად ზრდილობიანად და სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. თუმცა, ის არის გამკიცხავი, თუ მისი მიზანია ჭეშმარიტების უარყოფა და სიცრუის დამკვიდრება ან თუ ის ტარდება მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე.
მეტი