عن سَمُرَة بن جندبٍ رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«أَحَبُّ الْكَلَامِ إِلَى اللهِ أَرْبَعٌ: سُبْحَانَ اللهِ، وَالْحَمْدُ لِلهِ، وَلَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَاللهُ أَكْبَرُ، لَا يَضُرُّكَ بِأَيِّهِنَّ بَدَأْتَ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2137]
المزيــد ...

გადმოცემულია სამრა იბნ ჯუნდუბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი სიტყვები არის: სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ლლაჰუ აქბარ, და შენთვის საზიანო არ იქნება, რომლითაც არ უნდა დაიწყო».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2137]

განმარტება

ალლაჰის შუამავალი განმარტავს, რომ ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი სიტყვები არის ოთხი:
სუბჰანალლაჰ: ნიშნავს, რომ ალლაჰი წმინდაა ყოველი ნაკლისგან.
ალჰამდულილლაჰ: ეს არის ალლაჰის აღწერა მისი აბსოლუტური დიდებით, მისი სიყვარულისა და განდიდების გამოხატვით.
ლაა ილააჰა ილლა ლააჰ: ანუ, არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა.
ალლაჰუ აქბარ: ანუ, ალლაჰი დიდებული, აღმატებული და ყველაფერზე ყოვლისშემძლეა.
ასევე, განმარტავს, რომ მათი (თაყვანისცემის ფორმულების) ღირსება და ჯილდოს მიღება არ მოითხოვს კონკრეტული რიგის დაცვას მათი წარმოთქმისას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ შარიათის სიმსუბუქე ჩანს იმაში, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სიტყვით იწყებს ალლაჰის ხსენებას.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (67)
მეტი