+ -

عن عبد الله بن عمرو رضي الله عنهما أن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«بَلِّغُوا عَنِّي وَلَوْ آيَةً، وَحَدِّثُوا عَنْ بَنِي إِسْرَائِيلَ وَلَا حَرَجَ، وَمَنْ كَذَبَ عَلَيَّ مُتَعَمِّدًا فَلْيَتَبَوَّأْ مَقْعَدَهُ مِنَ النَّارِ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 3461]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 3461]

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავალებს საკუთარი ცოდნის გავრცელებას ყურანიდან ან სუნნადან, თუნდაც ეს მცირედი იყოს, როგორიცაა ყურანის ერთი აიათი ან ჰადისი. იმ პირობით, რომ ის იქნება მცოდნე იმის, რასაც გადმოსცემს და რისკენაც მოუწოდებს. შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ისრაელის შვილების შესახებ მომხდარი ამბების გადმოცემა ნებადართულია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს შარიათს (ანუ ისლამურ კანონმდებლობას) შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ადამიანები მასზე ტყუილის თქმისგან და აცხადებს, რომ ვინც განზრახ მოიტყუებს მისზე, დაე, მოამზადოს ადგილი ცეცხლში.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული الأكانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის შარიათის გავრცელების წახალისება და ის, რომ ადამიანმა უნდა გადასცეს ის, რაც დაიმახსოვრა და გაიგო, თუნდაც მცირედი.
  2. სავალდებულოა შარიათული ცოდნის ძიება, რათა ადამიანს შეეძლოს ალლაჰის თაყვანისცემა და, და მისი რელიგიის სწორი ფორმით მიტანა.
  3. სავალდებულოა, რომ ყოველი ჰადისის სისწორე აუცილებლად შემოწმდეს მის გავრცელებამდე ან გაზიარებამდე, რათა არ აღმოჩნდეთ მძიმე გაფრთხილების ქვეშ, რომელიც ეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
  4. საჭიროა წახალისდეს სიმართლე საუბარში და სიფრთხილის გამოჩენა ნებისმიერ სიტყვაში, რათა არ მოხდეს სიცრუის გავრცელება. განსაკუთრებით ეს ეხება დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის შარიათთან დაკავშირებულ საკითხებს.
მეტი