ჰადისების სია

გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
عربي الإنجليزية الأوردية
გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში
عربي الإنجليزية الأوردية
განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია
عربي الإنجليزية الأوردية
გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც ჩემგან ჰადისს გადმოსცემს, და იცის, რომ ეს [ჩემზე დადგმული] სიცრუეა, ის ერთ-ერთია მატყუართა შორის
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში
عربي الإنجليزية الأوردية
ბოლო დროს გამოჩნდებიან მატყუარები, რომლებიც მოიტანენ ჰადისებს, რომლებიც არც თქვენ მოგისმენიათ და არც თქვენს მამებს. ერიდეთ მათ, რათა არ შეგიყვანონ ცდომილებაში და არ გაცდუნონ!
عربي الإنجليزية الأوردية
წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან არაფერი გამოდის, გარდა ჭეშმარიტებისა
عربي الإنجليزية الأوردية