+ -

عَنْ عَبْدِ اللهِ بنِ عُمَر رضي الله عنهما قال: قال رسولُ الله صلى الله عليه وسلم:
«بُنِيَ الْإِسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ، وَإِقَامِ الصَّلَاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ الْبَيْتِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 16]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადნის თვეში».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 16]

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამი შეადარა მყარ ნაგებობას, რომელსაც ხუთი სვეტი უჭირავს. ეს სვეტები ნაგებობას ამყარებენ, ხოლო ისლამის სხვა ბრძანებები და ვალდებულებები ამ ნაგებობის დამატებად და გაფორმებად გვევლინებიან. ამ პირობებიდან პირველია: ორი დამოწმება - დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვათაება, გარდა ალლაჰისა და დამოწმება, რომ მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია, ეს ორი ერთი პირობაა და ერთი მეორეს გარეშე არ იქნება. მსახური მათ წარმოთქვამს დასადასტურებლად იმისა, რომ ალლაჰი ერთადერთია და მხოლოდ ის იმსახურებს ღვთისმსახურებას და არავინ იმსახურებს სხვა მის გარდა, შემდეგ იმოქმედებს მისი პირობებით, ირწმუნებს მისი შუამავლის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და გაჰყვება მას. მეორე პირობა: ლოცვის შესრულება - დღე-ღამის განმავლობაში შესასრულებელი ხუთი სავალდებულო ლოცვა: დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა, ნაშუადღევის ლოცვა, სამხრობის ლოცვა, და ღამის ლოცვა, თავისი პირობებით, საფუძვლებით და ვალდებულებებით. მესამე პირობა: სავალდებულო ზაქათის გადახდა - ეს არის ფინანსური თაყვანისცემა, რომელიც სავალდებულოა იმ ქონებისთვის, რომელმაც მიაღწია შარიათით დადგენილ მინიმალურ ზღვარს. ზაქათი უნდა გაიცეს იმ ადამიანებზე, ვისაც შარიათის მიხედვით ეკუთვნის. მეოთხე პირობა: ჰაჯობა (პილიგრიმობა) - ეს არის მექქაში განსაზღვრული ადგილების მონახულების განზრახვა უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემის მიზნით. მეხუთე პირობა: რამადანის თვეში მარხვა - ეს არის ჭამა-სმისგან და სხვა მარხვის მომშლელი ფაქტორებისგან თავის შეკავება ალლაჰზე თაყავანისცემის განზრახვით, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ორივე მოწმობის განუყოფელობა: ერთი მათგანი მეორეს გარეშე არ მოქმედებს, და სწორედ ამიტომ ისინი გაერთიანებულნი არიან ერთ საყრდენში.
  2. ორი დამოწმება არის რელიგიის საფუძველი, არც სიტყვა და არც ქმედება მათ გარეშე არ მიიღება.
მეტი