+ -

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المؤمنين رضي الله عنها:
أَنَّ أُمَّ سَلَمَةَ ذَكَرَتْ لِرَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَنِيسَةً رَأَتْهَا بِأَرْضِ الْحَبَشَةِ، يُقَالُ لَهَا مَارِيَةُ، فَذَكَرَتْ لَهُ مَا رَأَتْ فِيهَا مِنَ الصُّوَرِ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «أُولَئِكَ قَوْمٌ إِذَا مَاتَ فِيهِمُ الْعَبْدُ الصَّالِحُ، أَوِ الرَّجُلُ الصَّالِحُ، بَنَوْا عَلَى قَبْرِهِ مَسْجِدًا، وَصَوَّرُوا فِيهِ تِلْكَ الصُّوَرَ، أُولَئِكَ شِرَارُ الْخَلْقِ عِنْدَ اللهِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 434]
المزيــد ...

გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 434]

განმარტება

მორწმუნეთა დედამ, უმმ სალამამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), უამბო მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ეთიოპიაში ყოფნისას მან იხილა ეკლესია, რომელსაც „მარია“ ეწოდებოდა და რომელიც მოხატული იყო სურათებითა და გამოსახულებებით. და ამან იგი გააკვირვა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ამ სურათების (ხატების)შექმნის მიზეზი. და თქვა: ისინი, ვისზეც შენ საუბრობ, როდესაც წმინდა ადამიანი მათ შორის გარდაიცვლებოდა, მის საფლავზე აშენებდნენ მეჩეთს, სადაც ლოცულობდნენ, და იქ გამოსახავდნენ სურათებს. ასევე განმარტა, რომ მსგავსი რამის ჩამდენი უზენაესი ალლაჰის წინაშე ყველაზე საშინელი საქციელია; რადგან მისი ჩადენილი ქმედება უზენაესი ალლაჰისთვის მოზიარის დადგენისკენ მიმავალი გზაა.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია მეჩეთების მშენებლობა საფლავებზე, ლოცვის შესრულება მათ( ანუ :საფლავების) გვერდით, ასევე მეჩეთებში მიცვალებულთა დაკრძალვა. ეს ყველაფერი იმ მიზნითაა, რომ აღიკვეთოს გზა, რომელიც შესაძლოა შირქისკენ (მრავალღმერთიანობისკენ) მიყვანის მიზეზი გახდეს.
  2. სასაფლაოებზე სამლოცველოების აგება, მათში სურათების(ხატების) ჩამოკიდვა, ეს არის იუდეველების და ქრისტიანების ქმედება, და ვინც მსგავსად მოიქცევა მათ დაემსგავსება.
  3. სულიერი არსებების დახატვის და გამოქანდაკების აკრძალვა.
  4. ვინც სასაფლაოზე ააგო სამლოცველო და მასში ხატები განათავსა, ის უზენაესი ალლაჰის მიერ გაჩენილ ქმნილებათაგან ყველაზე საშინელია.
  5. შარიათი სრულად იცავს თავჰიდს (ერთღმერთიანობას) და კეტავს ყველა გზას, რომელმაც შეიძლება მრავალღმერთიანობამდე (შირქამდე) მიიყვანოს.
  6. ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ პატივისცემის გადაჭარბების აკრძალვა; რადგან ეს შირქში (მრავალღმერთიანობაში) აღმოჩენის მიზეზია.
მეტი