+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّهُ قَالَ:
قِيلَ: يَا رَسُولَ اللهِ، مَنْ أَسْعَدُ النَّاسِ بِشَفَاعَتِكَ يَوْمَ الْقِيَامَةِ؟ قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَقَدْ ظَنَنْتُ يَا أَبَا هُرَيْرَةَ أَنْ لَا يَسْأَلَنِي عَنْ هَذَا الْحَدِيثِ أَحَدٌ أَوَّلُ مِنْكَ؛ لِمَا رَأَيْتُ مِنْ حِرْصِكَ عَلَى الْحَدِيثِ، أَسْعَدُ النَّاسِ بِشَفَاعَتِي يَوْمَ الْقِيَامَةِ، مَنْ قَالَ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ خَالِصًا مِنْ قَلْبِهِ أَوْ نَفْسِهِ»».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 99]
المزيــد ...

აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
«შეკითხულ იქნა: "ო ალლაჰის მოციქულო, ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი შენი შუამდგომლობით(ქომაგობით) განკითხვის დღეს?" შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო აბუ ჰურაირა, ასეც ვფიქრობდი, რომ შენზე წინ არავინ მკითხავდა ამ ჰადისის მნიშვნელობას, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მიისწრაფვოდი ჩემი სიტყვების მოსმენისკენ. განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ“».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 99]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ განკითხვის დღეს მისი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად თქვა: „არ არსებობს ღვთაება ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა რაც ნიშნავს, რომ ალლაჰი ერთადერთია ღირსეული თაყვანისცემისა. ამ სიტყვებს ის უნდა ამბობდეს მასზე თანაზიარისგან და მოჩვენებითობისგან თავისუფალი გულით.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული الأكانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საიქიოში შუამდგომლობის დამტკიცება და მას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთღმერთიანები.
  2. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამდგომლობა არის მისი ვედრება ყოვლისშემძლე ალლაჰის მიმართ იმ ერთღმერთიანებისთვის, ვინც დაიმსხურეს ცეცხლში შესვლა, რათა ალლაჰმა არ შეიყვანოს ისინი ცეცხლში, ხოლო ვინც უკვე შევიდა მასში, რომ ალლაჰმა ისინი გამოყვანოს იქიდან.
  3. ერთღმერთიანობის მოწმობის ღირსება, წარმოთქმული გულწრფელად ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის, და მისი დიდი ზეგავლენა.
  4. ერთღმერთიანობის მოწმობა ხორციელდება მისი მნიშვნელობის ცოდნისა და მის მიხედვით ქმედებების შესრულებით.
  5. აბუ ჰურაირას ღირსება (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა.
მეტი