عن سَعِيدِ بْنِ الْمُسَيَّبِ، عَنْ أَبِيهِ قَالَ:
لَمَّا حَضَرَتْ أَبَا طَالِبٍ الْوَفَاةُ، جَاءَهُ رَسُولُ اللهِ صلى الله عليه وسلم فَوَجَدَ عِنْدَهُ أَبَا جَهْلٍ وَعَبْدَ اللهِ بْنَ أَبِي أُمَيَّةَ بْنِ الْمُغِيرَةِ، فَقَالَ: «أَيْ عَمِّ، قُلْ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، كَلِمَةً أُحَاجُّ لَكَ بِهَا عِنْدَ اللهِ»، فَقَالَ أَبُو جَهْلٍ وَعَبْدُ اللهِ بْنُ أَبِي أُمَيَّةَ: أَتَرْغَبُ عَنْ مِلَّةِ عَبْدِ الْمُطَّلِبِ، فَلَمْ يَزَلْ رَسُولُ اللهِ صلى الله عليه وسلم يَعْرِضُهَا عَلَيْهِ، وَيُعِيدَانِهِ بِتِلْكَ الْمَقَالَةِ، حَتَّى قَالَ أَبُو طَالِبٍ آخِرَ مَا كَلَّمَهُمْ: عَلَى مِلَّةِ عَبْدِ الْمُطَّلِبِ، وَأَبَى أَنْ يَقُولَ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صلى الله عليه وسلم: «وَاللهِ لَأَسْتَغْفِرَنَّ لَكَ مَا لَمْ أُنْهَ عَنْكَ»، فَأَنْزَلَ اللهُ: {مَا كَانَ لِلنَّبِيِّ وَالَّذِينَ آمَنُوا أَنْ يَسْتَغْفِرُوا لِلْمُشْرِكِينَ} [التوبة: 113]، وَأَنْزَلَ اللهُ فِي أَبِي طَالِبٍ، فَقَالَ لِرَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم: {إِنَّكَ لا تَهْدِي مَنْ أَحْبَبْتَ وَلَكِنَّ اللهَ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ} [القصص: 56].
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 4772]
المزيــد ...
საიდ იბნ ალ-მუსაიიბისგან გადმოცემულია, რომ მისმა მამამ თქვა:
როდესაც აბუ ტაალიბს სიკვდილი მოახლოვდა, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შევიდა. იმ დროს აბუ ტალიბთან იმყოფებოდნენ აბუ ჯაჰლი და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაია იბნ ალ-მუღირა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ». მაგრამ აბუ ჯაჰლმა და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ნუთუ შენ უარს იტყვი იმ რელიგიაზე, რომელსაც აბდულმუტალიბი მისდევდა?" მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმეორებდა თავის სიტყვებს, ხოლო ისინი თავისას იმეორებდნენ, სანამ აბუ ტალიბმა სიკვდილის წინ არ თქვა: "[მე ვრჩები] აბდულმუტალიბის რელიგიაზე". მან უარი თქვა ეთქვა: „ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ“ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ვფიცავ ალლაჰს! მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ალლაჰი არ ამიკრძალავს». ამის შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი: {მოციქულს და მორწმუნეებს არ შეშვენით მიტევების თხოვნა მრავალღმერთიანებისთვის, თუნდაც ისინი მათი ნათესავები იყვნენ…} (ათ-თაუბა: 113). ასევე ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი, რომელიც აბუ ტალიბს შეეხებოდა: {ნამდვილად, შენ ვერ დააყენებ სწორ გზაზე მათ, ვისაც შეიყვარებ. მხოლოდ ალლაჰი დააყენებს სწორ გზაზე მათ, ვისაც ის ისურვებს. მან უკეთ იცის ისინი, ვინც მიჰყვება სწორ გზას} (ალ-ყასას: 56).
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 4772]
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა თავის ბიძასთან, როცა ის სიკვდილის პირას იყო და უთხრა მას: ო, ბიძაჩემო თქვი ''ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ'', რომლითაც გიშუამდგომლებ ალლაჰთან, ამ დროს აბუ ჯაჰლმა და აბდულაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ჰეი, აბუ ტალიბ, შენ მიატოვებ შენი მამის, აბდულ-მუტალიბის, რწმენას?!" ეს იყო კერპების თაყვანისცემა. ისინი განაგრძობდნენ მასთან ლაპარაკს, სანამ მან ბოლო სიტყვებად არ თქვა: "მე ვარ აბდულ-მუტალიბის რწმენაზე", რაც შირქის (მრავალღმერთიანობის) და კერპების თაყვანისცემას გულისხმობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ჩემი ღმერთი არ ამიკრძალავს ამას. ამის შემდეგ გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {არ შეშვენის შუამავალს და იმათაც, ვინც ირწმუნა, პატიება ითხოვონ წარმართებისთვის (მუშრიქ), თუნდაც ახლობელნი იყვნენ, მას შემდეგ, რაც განეცხადათ მათ, რომ სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთის ბინადრები} [ათ-თავბა: 113] და აბუ ტალიბთან დაკავშირებით გარდმოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {ნამდვილად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე მას, ვინც გიყვარს, მაგრამ ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, ვისაც სურს, და მან უკეთ იცის, ვინ არის სწორ გზაზე} [ალ-ყასას: 56] ნამდვილად, შენ ვერ წარუძღვები სწორ გზაზე იმას, ვისი სწორ გზაზე მოყვანაც გსრუს. შენი მოვალეობაა მხოლოდ შეგონება, ხოლო ალლაჰი დააკვალიანებს სწორ გზაზე, ვისაც ისურვებს.