+ -

عَن عُمَرَ بنِ الخَطَّابِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قال: سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«لَا تُطْرُونِي كَمَا أَطْرَتِ النَّصَارَى ابْنَ مَرْيَمَ؛ فَإِنَّمَا أَنَا عَبْدُهُ، فَقُولُوا: عَبْدُ اللهِ وَرَسُولُهُ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 3445]
المزيــد ...

უმარ ბინ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას ამბობდა:
«არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 3445]

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კრძალავს მის ზედმეტ ქებას და იმ ზღვარის გადაჭარბებას, რომელიც შარიათით არის დადგენილი, და ასევე მისი ისეთი თვისებებითა და ქმედებებით აღწერას, რომლებიც მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. ან დაფარულის ცოდნის მტკიცება, ან მისგან რაიმის თხოვნა ალლაჰთან ერთად, მსგავსად იმისა, როგორც ქრისტიანები სთხოვენ 'ისა იბნ მარიამს(იესოს) (მშვიდობა მას). შემდეგ მან განმარტა, რომ ის არის მსახური ალლაჰის მსახურთაგან და დაგვავალა, რომ ვთქვათ მასზე: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული الأكانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება შარიათის დადგენილი ზღვარის გადაჭარბებისგან განდიდებაში და ქებაში, რადგან ეს ხსნის გზას მრავალღმერთიანობისაკენ.
  2. ის, რისგანაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, ამ უმმათს დაემართა. ერთმა ჯგუფმა გადამეტება გამოავლინა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართებაში, მეორემ გადაჭარბება გააკეთა მოციქულის ოჯახის მიმართ, ხოლო მესამემ — წმინდა ადამიანთა მიმართ, და ამით შირქში ჩაეფლნენ.
  3. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საკუთარ თავს ალლაჰის მონა უწოდა, რათა განემარტა, რომ ის არის ალლაჰის მონა და მისი მსახური, და რომ არ არის ნებადართული მას მიეწეროს ღმერთის განსაკუთრებული თვისებები.
  4. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი თავი აღწერა, რომ "ალლაჰის შუამავალი", რათა განმარტოს ამით, რომ ის არის ალლაჰისგან გამოგზავნილი მოციქული მაცნედ, ამიტომ აუცილებელია მისი რწმენა და მასზე მიყოლა.
მეტი