რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია
ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან
თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა
თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ
ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა
ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო» /ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს
ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა
ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე
ჩემო ღმერთო, მე მოგეკედლები შენ საფლავის სასჯელისგან, ჯოჯოხეთის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ცდუნებისგან, და ცრუ მესია დაჯჯალის ცდუნებისგან
რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე
მე შევფიცე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და დავადასტურე, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა, და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია, და შევფიცე, რომ აღვასრულებ ლოცვას, გავიღებ ზაქათს, დავემორჩილები და მოვუსმენ მუსლიმთა მმართველებსა და წინამძღოლებს და რჩევადარიგებით მოვეპყრობი ყოველ მუსლიმს
, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო
ღემრთო, შენი კმაყოფილების მფარველობას ვეძიებ შენი რისხვისგან, შენი მიტევების მფარველობას — შენი სასჯელისგან, და შენთან ვეძიებ თავშესაფარს შენგან. ვერასდროს შევძლებ შენს ქებას ისე, როგორც შენ თვითონ განადიდე შენი თავი
ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენეს კაცი, რომელმაც მთელი ღამე იძინა, სანამ არ გაუთენდა, და მან თქვა: «ეს ის კაცია, რომელსაც ეშმაკმა ჩაუშარდა ყურებში», ან თქვა: «მის ყურში
იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს
თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?
უთხარით თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლისანი გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან, და გააცალკევეთ ისინი საწოლებში
ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?
ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს
ვინც სრულყოფილად შეასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), შემდეგ გაემართება პარასკევის ლოცვაზე და ყურაღებით, მდუმარედ მოუსმენს [ხუტბას], მას აუცილებლად მიეტევება ცოდვები, რომლებიც ჩაუდენია ამ პარასკევსა და წინა პარასკევს შორის, და დამატებით სამი დღის ცოდვები
იმისთვის, ვინც დილით და საღამოს მეჩეთში მიდის, ალლაჰი ამზადებს ადგილს სამოთხეში ყოველ ჯერზე, როდესაც [ის ამას აკეთებს]
ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში
ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის
არ წააგებს [ადამიანი, რომელიც] ყოველი სავალდებულო ლოცვის ბოლოს 33-ჯერ იტყვის 'სუბჰან ალლაჰ', 33-ჯერ — 'ალჰამდულილლაჰ' და 34-ჯერ — 'ალლაჰუ აქბარ'
ვინც მუეზინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/
პარასკევის დღისთვის სრული განბანვა სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანისთვის, ასევე გამოიხეხოს კბილები (მისვაქით) და დაიტანოს სურნელოვანი ნივთიერება, თუ იპოვის
არსებობს სამი საათი, რომელშიც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ლოცვას გვიკრძალავდა, ან რომ დაგვეკრძალა იმ დროებში მიცვალებულები
ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა
რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!
მე ვილოცე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, და ის სალამის თქმისას მარჯვენა მხარეს ამბობდა: «ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქათუჰ“, ხოლო მარცხენა მხარეს ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ
ვინც ყოველი ლოცვის შემდეგ ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალლაჰს შეაქებს და წარმოთქვამს ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, და ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს ალლაჰუ აქბარ 33-ჯერ, რაც ჯამში 99 გამოდის, და შემდეგ დაამატებს: ლაა ილაჰა ილლა ალლაჰუ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქალაჰ ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ ვაჰუვა 'ალაა ქულლი შაინ ყადირ (არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანამოზიარე, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და მას ყველაფრის ძალა აქვს), მის ცოდვებს ალლაჰი მიუტევებს, თუნდაც ისინი ზღვის ქაფივით ბევრი იყოს
ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი, გარდა სიკვდილისა
თუ რომელიმე თქვენგანს ლოცვის დროს ეჭვი გაუჩნდება და ვერ გაარკვევს, სამი რაქათი ილოცა თუ ოთხი, მან ეჭვი უნდა უარყოს და დაეყრდნოს იმას, რაშიც დარწმუნებულია. შემდეგ მან უნდა შეასრულოს ორი სუჯუდი მისალმების წინ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ოთხ რაქათს ზუჰრის (შუადღის) ფარძის წინ და ორ რაქათს ფაჯრის (დილის) ფარძის წინ
ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს
ალლაჰის მოციქულმა ფაჯრის (დილით) ლოცვის ორ რაქათში (სუნნას ლოცვაში) წაიკითხა: პირველ რაქათში: "ყულ ია აიუჰაალ ქააფირუნ". მეორე რაქათში: "ყულ ჰუვა ლლაჰუ აჰა
ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან
საუკეთესო რიგები მამაკაცთათვის — პირველი მწკრივებია, ხოლო ყველაზე უარესი — უკანა. საუკეთესო რიგები ქალთათვის — უკანა მწკრივია, ხოლო ყველაზე უარესი — წინა
რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა კაცი, რომელიც რიგის უკან მარტო ლოცულობდა და უბრძანა მას, რომ ლოცვა გაემეორებინა
ეს ორი ლოცვა (ფაჯრი და იშა) ყველაზე მძიმეა მუნააფიყებისთვის, მაგრამ რომ იცოდეთ, რა სიკეთეა მათში, მოხვიდოდით თუნდაც მუხლებზე ხოხვით
სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ
როდესაც ლოცვას იწყებთ, გაასწორეთ რიგები, შემდეგ კი თქვენს შორის ერთ-ერთი გახდეს იმამი. როდესაც ის "ალლაჰუ აქბარ"-ს იტყვის, თქვით "ალლაჰუ აქბარ
ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს
ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს
როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სუჯუდს შორის ამბობდა: «რაბბი ღფირ ლიი, რაბბი ღფირ ლიი». /ღმერთო ჩემო მაპატიე/
ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდონა მას) არანაირ ნებაყოფლობით ლოცვებს იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც განთიადის ორი რაქათის ლოცვას
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ამბობდა: «სამი'ა ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ» (ალლაჰს ესმის იმის, ვინც მას ადიდებს), ჩვენგან არცერთი არ ხრიდა წელს, სანამ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუბლს არ შეახებდა საჯდაზე, ამის შემდეგ ჩვენც წავიდოდით საჯდაზე
მლოცველის წინ გამვლელმა რომ იცოდეს, რა მძიმე ცოდვას იტვირთავს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ორმოცი (დღე, თვე ან წელი) დალოდებოდა, ვიდრე მლოცველის წინ გაევლო
ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა
სუნნადან არის, რომ თუ მუაზინი განთიადის აზანში ამბობს "მოდით გადარჩენისკენ"/ჰაია 'ალალ ფალაჰ/, მაშინ შემდეგ დაამატოს: ლოცვა უკეთესია ძილზე/ას-სალაათუ ხაირუნ მინა ნავმ/
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას თაქბირით იწყებდა, შემდეგ კითხულობდა, "ალლჰამდუ ლილლაჰი რაბბილ 'აალამიინ
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით)
{ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად
არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები
ვინც ილოცა ჩვენი ლოცვა, დადგა ჩვენი ყიბლას მიმართულებით და მიირთვა ჩვენი დაკლული, ის არის მუსლიმი, რომელიც იმყოფება ალლაჰის და შუამავლის მფარველობაში, ნუ დაართვევთ ალლაჰის გარანტიას მისი მფარველობის ქვეშ მყოფთან
მე ვხედავდი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორ ესალმებოდა მარჯვნივ და მარცხვნივ, ისე რომ მე მის ლოყის სითეთრეს ვხედავდი
ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით
ჯერ შეავსეთ წინა მწკრივი, შემდეგ ის, რომელიც მის შემდეგ მოდის. ხოლო თუ სადმე ნაკლებობა დარჩება, ის დარჩეს უკანასკნელ მწკრივში
ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას
როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე
თუ ხალხს ეცოდინებოდა, რამდენი ჯილდო არის აზანში და პირველ რიგში დგომაში, და არ იპოვიდნენ სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, ისინი აუცილებლად წილს იყრიდნენ
შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა