თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა
ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს
ვინც სრულყოფილად შეასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), შემდეგ გაემართება პარასკევის ლოცვაზე და ყურაღებით, მდუმარედ მოუსმენს [ხუტბას], მას აუცილებლად მიეტევება ცოდვები, რომლებიც ჩაუდენია ამ პარასკევსა და წინა პარასკევს შორის, და დამატებით სამი დღის ცოდვები
პარასკევის დღისთვის სრული განბანვა სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანისთვის, ასევე გამოიხეხოს კბილები (მისვაქით) და დაიტანოს სურნელოვანი ნივთიერება, თუ იპოვის
{ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე
ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან