عن أبِي هُرَيرةَ رضي الله عنه أنَّ رسول الله صلى الله عليه وسلمَ قال:
«إذا قُلْتَ لِصَاحِبِكَ: أَنْصِتْ، يومَ الجمعةِ، والْإِمامُ يَخْطُبُ، فَقَدْ لَغَوْتَ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 851]
المزيــد ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 851]
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ პარასკევის ქადაგებაზე დასწრების ერთ-ერთი აუცილებელი ეთიკა არის იმამის ქადაგების მოსმენა, რათა დაფიქრდეს შეგონებაზე. ვინც დაილაპარაკა – თუნდაც მცირედიც – და ამ დროს იმამი ქადაგებს, და ეუბნება სხვას: «გაჩუმდი» ან «მოუსმინე», მას ეკარგება პარასკევის ლოცვის საზღაური.