ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ოთხ რაქათს ზუჰრის (შუადღის) ფარძის წინ და ორ რაქათს ფაჯრის (დილის) ფარძის წინ
ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდონა მას) არანაირ ნებაყოფლობით ლოცვებს იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც განთიადის ორი რაქათის ლოცვას
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით)
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას