عن جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللَّهِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا، قَالَ:
كَانَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُعَلِّمُنَا الِاسْتِخَارَةَ فِي الْأُمُورِ كَمَا يُعَلِّمُنَا السُّورَةَ مِنَ الْقُرْآنِ، يَقُولُ: «إِذَا هَمَّ أَحَدُكُمْ بِالْأَمْرِ فَلْيَرْكَعْ رَكْعَتَيْنِ مِنْ غَيْرِ الْفَرِيضَةِ، ثُمَّ لِيَقُلِ: اللَّهُمَّ إِنِّي أَسْتَخِيرُكَ بِعِلْمِكَ وَأَسْتَقْدِرُكَ بِقُدْرَتِكَ، وَأَسْأَلُكَ مِنْ فَضْلِكَ الْعَظِيمِ، فَإِنَّكَ تَقْدِرُ وَلَا أَقْدِرُ، وَتَعْلَمُ وَلَا أَعْلَمُ، وَأَنْتَ عَلَّامُ الْغُيُوبِ، اللَّهُمَّ إِنْ كُنْتَ تَعْلَمُ أَنَّ هَذَا الْأَمْرَ خَيْرٌ لِي فِي دِينِي، وَمَعَاشِي، وَعَاقِبَةِ أَمْرِي» أَوْ قَالَ: «عَاجِلِ أَمْرِي وَآجِلِهِ، فَاقْدُرْهُ لِي وَيَسِّرْهُ لِي ثُمَّ بَارِكْ لِي فِيهِ، وَإِنْ كُنْتَ تَعْلَمُ أَنَّ هَذَا الْأَمْرَ شَرٌّ لِي فِي دِينِي وَمَعَاشِي وَعَاقِبَةِ أَمْرِي» أَوْ قَالَ: «فِي عَاجِلِ أَمْرِي وَآجِلِهِ، فَاصْرِفْهُ عَنِّي وَاصْرِفْنِي عَنْهُ، وَاقْدُرْ لِي الْخَيْرَ حَيْثُ كَانَ، ثُمَّ أَرْضِنِي» قَالَ: «وَيُسَمِّي حَاجَتَه».
[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 1162]
المزيــد ...
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს:
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე.
ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში.
ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1162]
თუ მუსლიმს სურს რაიმე საქმის გაკეთება, რომლის შესახებაც არ იცის, რა არის სწორი გადაწყვეტილება, მას ურჩევია შეასრულოს ისთიხარას ლოცვა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებს ასწავლიდა ამ ლოცვას ისევე, როგორც ყურანის სურას ასწავლიდა, მუსლიმმა უნდა აღასრულოს ორი რაქაათი ნებაყოფლობითი ლოცვა (არა სავალდებულო ლოცვასთან, არამედ ცალკე) და შემდეგ ვედრებაში უნდა მოუხმოს ამ სიტყვებით: ო, ალლაჰო, მე შენს რჩევას ვითხოვ, რათა შემიწყალო სწორ გზაზე დადგომა ორიდან საუკეთესოს არჩევაში. შენი ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ყველაფერს მოიცავს. შენს ძალას ვევედრები, რათა შემაძლებინო ის, რასაც მე თავად ვერ შევძლებ, რადგან ჩემთვის არ არსებობს ძალა და შესაძლებლობა, გარდა შენი შეწევნისა. შენი შეუზღუდავი ძალით, რადგან შენთვის არაფერია შეუძლებელი. შენს წყალობას და სიკეთეს ვთხოვ. დიდსა და ულეველ მადლს, რადგან შენი მიცემა წყალობაა და არავის აქვს შენზე რაიმე უფლება ან პრეტენზია შენს წყალობასა და მადლზე. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე უსუსური და უძლური ვარ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია, გარდა შენი დახმარებისა. შენ ფლობ ყველაფრის ცოდნას, როგორც დაფარულის, ასევე აშკარის, სიკეთისა და ბოროტების. არაფერი არ ვიცი, შენი ხელმძღვანელობისა და შეწევნის გარეშე. ხოლო შენ ხარ დაფარულის ყოვლისმცოდნე, რადგან მხოლოდ შენ გაქვს სრულყოფილი ცოდნა და შეუზღუდავი ძალა, და არცერთს არ აქვს რაიმე ცოდნა, გარდა იმისა, რაც შენ მას მიანიჭე და შეაძლებინე. შემდეგ, მუსლიმი მიმართავს თავის ღმერთს და ასახელებს თავის საჭიროებას, შემდეგ ამბობს: ო ალლაჰო, მე ჩემს საქმეს შენ გიბარებ, თუ შენ იცი, შენი ყოვლისმომცველი ცოდნით, რომ ეს საქმე (აქ დაასახელოს თავისი საჭიროება, მაგალითად: ამ სახლის ყიდვა, ამ მანქანის შეძენა, ამ ქალზე ქორწინება, ან სხვა რომელიმე საქმე)... „თუ ეს საქმე შენს ცოდნაში წინასწარ არის ცნობილი, რომ იგი ჩემთვის სასიკეთოა ჩემს რელიგიაში“ – რაც ჩემი საქმის დაცვაა, „ჩემს ცხოვრებაში“ – ამ დუნიაში, „და ჩემი საქმეების საბოლოო შედეგში“, ანუ იმაში, რაც ჩემი საქმეების საბოლოო მდგომარეობა იქნება, ან თქვა: „ჩემს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ მომავალში“, ამქვეყნად და საიქიოში, „მაშინ განაწესე ეს“ – დაგეგმე და განახორციელე „ჩემთვის“, „გაამარტივე“ – და გაადვილე ეს ჩემთვის, „შემდეგ კი დალოცე“ – მრავლად მაჩუქე სიკეთე „ამ საქმეში“. ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე“ – რომელზეც (ისთიხარა) გავაკეთე, „ჩემთვის საზიანოა ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემი საქმეების საბოლოო შედეგში“, ან თქვა: „ჩემს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ მომავალში“, „მაშინ მაშორე ეს ჩემგან და მე დამაშორე ამისგან“, „და დამიწესე სიკეთე იქ, სადაც ის იქნება“, „შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმაში“ – შენი ყველა სიკეთით, იმაში, რაც მიყვარს და რაც არ მიყვარს.