+ -

عن عائشةَ أمِّ المؤْمنِين رضي الله عنها قالت:
لَمْ يَكُنِ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَى شَيْءٍ مِنَ النَّوَافِلِ أَشَدَّ مِنْهُ تَعَاهُدًا عَلَى رَكْعَتَيِ الفَجْرِ.

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1169]
المزيــد ...

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდონა მას) არანაირ ნებაყოფლობით ლოცვებს იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც განთიადის ორი რაქათის ლოცვას».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1169]

განმარტება

მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვაუწყებს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნაფილე ლოცვებს შორის არანაირ ლოცვას არ უთმობდა ისეთ დიდ ყურადღებას, არ იჩენდა ისეთ გულმოდგინებას და მუდმივობას, როგორც განთიადის ლოცვამდე ორ რაქათ სუნნათს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ნებაყოფლობითი ლოცვები არის ის ლოცვა, რომელიც სავალდებულო ლოცვების გარდა, დამატებით იკითხება. აქ იგულისხმება სავალდებულო ლოცვებთან დაკავშირებული სუნნათის ლოცვები.
  2. სვალდებულო (ფარზ) ლოცვებთან დაკავშირებულისუნნათის ლოცვები (ასსუნანუ არრავაათიბუ): ორი რაქათი ფაჯრის ლოცვამდე.
  3. ოთხი რაქათი ზუჰრის ლოცვამდე და ორი რაქათი მის შემდეგ,
  4. ორი რაქათი მაღრიბის ლოცვის შემდეგ, ორი რაქათი იშას ლოცვის შემდეგ.
  5. განთიადის სუნნათის ლოცვა შესრულდება როგორც საცხოვრებელ სახლში, ასევე მოგზაურობის დროს, მაშინ როცა ზუჰრის, მაღრიბის და იშას სუნნათის ლოცვები მხოლოდ საცხოვრებელ სახლში ილოცება და მოგზაურობისას არ სრულდება.
  6. ფაჯრის ორი რაქაათის (სუნნა) მტკიცედ სასურველობა, ამიტომ არ უნდა უგულებელვყოთ ისინი.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური სვაჰილური ასამური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება