عَنِ ابْنَ مَسْعُودٍ رضي الله عنه قَالَ:
عَلَّمَنِي رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، وَكَفِّي بَيْنَ كَفَّيْهِ، التَّشَهُّدَ، كَمَا يُعَلِّمُنِي السُّورَةَ مِنَ القُرْآنِ: «التَّحِيَّاتُ لِلَّهِ، وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ، السَّلاَمُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللَّهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلاَمُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللَّهِ الصَّالِحِينَ، أَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ».
وفي لفظ لهما: «إِنَّ اللهَ هُوَ السَّلَامُ، فَإِذَا قَعَدَ أَحَدُكُمْ فِي الصَّلَاةِ فَلْيَقُلْ: التَّحِيَّاتُ لِلَّهِ وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ السَّلَامُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلَامُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللهِ الصَّالِحِينَ، فَإِذَا قَالَهَا أَصَابَتْ كُلَّ عَبْدٍ لِلَّهِ صَالِحٍ فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ، أَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ، ثُمَّ يَتَخَيَّرُ مِنَ الْمَسْأَلَةِ مَا شَاءَ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6265]
المزيــد ...
გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტო როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვარით, რაც მას სურს».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6265]
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იბნ მას'უდს (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თაშაჰჰუდის სიტყვები, რომლებიც უნდა წარმოითქვას ლოცვაში, მისი ხელი ხელში აყვანით, რათა იბნ მას'უდის ყურადღება მიეპყრო ამ მნიშვნელოვანი სიტყვებისადმი. ეს სწავლება იყო მსგავსად იმისა, როგორც მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ასწავლიდა მას ყურანის სურებს. ეს მიუთითებს მოციქულის განსაკუთრებულ ყურადღებაზე თაშაჰჰუდის სიტყვების და მათი მნიშვნელობის სიზუსტისადმი. და თქვა: "მისალმებანი ალლაჰს ეკუთვნის": ეს არის ყველა სიტყვა თუ ქმედება, რომელიც მიმართულია ალლაჰის განდიდებისკენ, ყველა მათგანს იმსახურებს უზენაესი ალლაჰი. "ლოცვები": ეს არის ყველა დადგენილი ლოცვა სავალდებულო თუ ნებაყოფილობითი, რომელიც უზენაესი ალლაჰისთვის სრულდება. "ყველივე კარგი": ეს არის ყველა სიტყვა, ქმედება თუ კარგი თვისება, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე, ყველას უზენაესი ალლაჰი იმსახურებს. "ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო": ეს არის ვედრება ყოველი განსაცდელის და ცუდისგან დასაცავად, ასევე ბარაქისა და მეტი სიკეთისთვის. "მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს": მშვიდობის ვედრება მლოცველთათვის და ყველა მართალი მსახურისთვის ზეცაში თუ მიწაზე. "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა": ანუ ვადასტურებ მტკიცე დასტურით, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა. "ვამოწმებ რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია": ვადასტურებ მის მონა-მსახურობას და ბოლო შუამავლობას.
შემდეგ წაახალისა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მოლოცველებმა აირჩიონ ის ვედრება, რომელიც მათ სურთ.