عَن أَبي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«تَفْضُلُ صَلاَةُ الجَمِيعِ صَلاَةَ أَحَدِكُمْ وَحْدَهُ، بِخَمْسٍ وَعِشْرِينَ جُزْءًا، وَتَجْتَمِعُ مَلاَئِكَةُ اللَّيْلِ وَمَلاَئِكَةُ النَّهَارِ فِي صَلاَةِ الفَجْرِ» ثُمَّ يَقُولُ أَبُو هُرَيْرَةَ: فَاقْرَءُوا إِنْ شِئْتُمْ: {إِنَّ قُرْآنَ الفَجْرِ كَانَ مَشْهُودًا} [الإسراء: 78].
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 648]
المزيــد ...
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან», შემდეგ თქვა აბუ ჰურაირამ: თუ გსურთ წაიკითხეთ: {ჭეშმარიტად, დილას ყურანი იკითხება მოწმეებთან ერთად} [ალ-ისრა: 78].
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 648]
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) განმარტავდა, რომ ადამიანის მიერ კოლექტიურად იმამთან ერთად შესრულებული ლოცვის ჯილდო და საზღაური აღემატება იმ ოცდახუთი ლოცვის საზღაურს, რომელსაც ის მარტო ასრულებს სახლში ან ბაზარში. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) ახსენა, რომ ღამისა და დღის ანგელოზები იკრიბებიან განთიადის (ფაჯრის) ლოცვაზე. ამის შემდეგ აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ამაზე დასტურად, თქვა:
წაიკითხეთ თუ გნებავთ: {ჭეშმარიტად, დილას ყურანი იკითხება მოწმეებთან ერთად} [ალ-ისრა: 78], ანუ: დილის ლოცვას ამოწმებენ (ესწრებიან) ღამის და დღის ანგელოზები ყველა ერთად.