იმისთვის, ვინც დილით და საღამოს მეჩეთში მიდის, ალლაჰი ამზადებს ადგილს სამოთხეში ყოველ ჯერზე, როდესაც [ის ამას აკეთებს]
ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან
საუკეთესო რიგები მამაკაცთათვის — პირველი მწკრივებია, ხოლო ყველაზე უარესი — უკანა. საუკეთესო რიგები ქალთათვის — უკანა მწკრივია, ხოლო ყველაზე უარესი — წინა
ეს ორი ლოცვა (ფაჯრი და იშა) ყველაზე მძიმეა მუნააფიყებისთვის, მაგრამ რომ იცოდეთ, რა სიკეთეა მათში, მოხვიდოდით თუნდაც მუხლებზე ხოხვით
ჯერ შეავსეთ წინა მწკრივი, შემდეგ ის, რომელიც მის შემდეგ მოდის. ხოლო თუ სადმე ნაკლებობა დარჩება, ის დარჩეს უკანასკნელ მწკრივში