عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«سَبْعَةٌ يُظِلُّهُمُ اللَّهُ تَعَالَى فِي ظِلِّهِ يَوْمَ لاَ ظِلَّ إِلَّا ظِلُّهُ: إِمَامٌ عَدْلٌ، وَشَابٌّ نَشَأَ فِي عِبَادَةِ اللَّهِ، وَرَجُلٌ قَلْبُهُ مُعَلَّقٌ فِي المَسَاجِدِ، وَرَجُلاَنِ تَحَابَّا فِي اللَّهِ، اجْتَمَعَا عَلَيْهِ وَتَفَرَّقَا عَلَيْهِ، وَرَجُلٌ دَعَتْهُ امْرَأَةٌ ذَاتُ مَنْصِبٍ وَجَمَالٍ فَقَالَ: إِنِّي أَخَافُ اللَّهَ، وَرَجُلٌ تَصَدَّقَ بِصَدَقَةٍ فَأَخْفَاهَا حَتَّى لاَ تَعْلَمَ شِمَالُهُ مَا تُنْفِقُ يَمِينُهُ، وَرَجُلٌ ذَكَرَ اللَّهَ خَالِيًا، فَفَاضَتْ عَيْنَاهُ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1423]
المزيــد ...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1423]
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახარა შვიდი სახეობის მორწმუნეს, რომ ალლაჰი მათ თავის ტახტის ჩრდილში შეიფარებს იმ დღეს, როცა სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა: პირველი: სამართლიანი იმამი, რომელიც თავად არ არის ცოდვილი და რომელიც სამართლიანად ექცევა თავის ქვეშევრდომებს, უსამართლობას არ აყენებს მათ. ეს არის უმაღლესი მმართველობის მქონე პირი, და მას უერთდებიან ისინიც, ვინც პასუხისმგებლობას იღებენ მუსლიმთა საქმეებზე და სამართლიანად ასრულებენ მათ. მეორე: ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის მსახურებაში გაიზარდა, თავისი ახალგაზრდობა და ენერგია ამაში დახარჯა და სიცოცხლე ამ გზაზე დაასრულა. მესამე: კაცი, რომლის გულიც მეჩეთთან არის დაკავშირებული. როცა მეჩეთიდან გადის, მისი სურვილი და გულწრფელი სწრაფვა კვლავ იქ დაბრუნებაა სიყვარულისა და მეჩეთში ხშირი ყოფნის გამო. მისი გული ყოველთვის მეჩეთშია, თუნდაც სხეული დროებით გარეთ იმყოფებოდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. მეოთხე: ორი კაცი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ალლაჰის გულწრფელი სიყვარულით იყვნენ დაკავშირებულნი. ისინი ამ რელიგიურ სიყვარულზე მტკიცედ იდგნენ და არ გაუწყვეტიათ იგი არცერთი ამქვეყნიური მიზეზის გამო, იქნება ეს მათი რეალური შეხვედრა თუ არა, ვიდრე ისინი სიკვდილმა არ დააშორა ერთმანეთს. მეხუთე: კაცი, რომელსაც ქალი მოუწოდებდა ცოდვის ჩადენისკენ, მრუშობისკენ მაშინ, როდესაც ის იყო მაღალი წარმომავლობის, პატივისცემის, კეთილშობილების, გავლენის, სიმდიდრისა და სილამაზის მქონე, მაგრამ ამ კაცმა უარი განაცხადა და უთხრა: მე ალლაჰის მეშინია. მეექვსე: კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება, იქნება ეს მცირე თუ დიდი, მაგრამ ეს არ გააკეთა მოხვეჭის ან ჩვენების მიზნით, არამედ ისე დამალა, რომ მისმა მარცხენა ხელმაც არ იცოდა, რას გასცემდა მისი მარჯვენა. მეშვიდე: კაცი, რომელმაც გაიხსენა ალლაჰი გულით, ჭეშმარიტი გაფიქრებით, ან ენით ხსენებით, როდესაც მარტო იმყოფებოდა, და მისი თვალებიდან ცრემლები გადმოდინდა უზენაესი ალლაჰის შიშითა და მისი სიდიადის შეგნებით.