სირბილე და ქადაგებები

110ჰადისების სია 11ქვეკატეგორიები

ჰადისების სია 110

ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა
ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია
მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი
სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის
თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი
ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს
გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ
დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება
ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას
მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც
ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად
ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში
ვინც მომცემს გარანტიას იმის შესახებ, რაც მას ყბებს შორის აქვს, და იმის შესახებ, რაც მას ფეხებს შორის აქვს, მას ვაძლევ სამოთხის გარანტიას
სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)
ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით
თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში
ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს
ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა
ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი
მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა
არ დამიტოვებია ჩემს შემდგომ მამაკაცებისთვის იმაზე დიდი განსაცდელი, ვიდრე ქალები
არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს
მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი
როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და (ჯოჯოხეთის) ცეცხლი, მან გააგზავნა ჯიბრილი (მშვიდობა მას)
ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა
ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს
ერთმა კაცმა შეეკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდის იქნება საათი?" მოციქულმა უთხრა: «რა მოამზადე მისთვის?
კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს,
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე
ვინც გულწრფელად ითხოვს ალლაჰისგან შაჰიდობას, ალლაჰი მას მიანიჭებს შაჰიდის ხარისხს, თუნდაც ის თავის საწოლში გარდაიცვალოს
მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე
იმდენად საოცარია მორწმუნის მდგომარეობა, რომ მას ყველა ვითარებაში სიკეთე აქვს მისთვის, და არ აქვს ის არავის გარდა მორწმუნისა
განკითხვის დღეს მოიყვანენ ერთ კაცს და ჩააგდებენ ჯოჯოხეთში, და მისი ნაწლავები გადმოიფცქვნება. ის იტრიალებს მათ გარშემო, როგორც ვირი ტრიალებს წისქვილის გარშემო
ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა
არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად, არ არსებობს ცრურწმენა, არ არსებობს ჰამა და არ არსებობს საფარი. ხოლო კეთროვანს მოერიდე ისე, როგორც ლომს ერიდები
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე
ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს
თითოეულმა არ მოკვდეს ის, რომ არ ელოდოს ალლაჰისგან მხოლოდ სიკეთეს
მე იმისი მეშინია, რაც ჩემ შემდეგ თქვენთვის ამქვეყნიური სიკეთეები და მის სამშვენისები გაიხსნება
ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომლისგამოც მისი ტვინი დუღს ისე, როგორც ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილია
სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს
ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა
იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ
ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე
ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე
(როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ), განმცხადებელი გამოაცხადებს: "ჭეშმარიტად, თქვენ იცხოვრებთ სამუდამოდ და აღარ მოკვდებით, და ჭეშმარიტად თქვენ იქნებით ჯანმრთელები და აღარ დაავადდებით, ჭეშმარიტად, თქვენ იქნებით ახალგაზრდები და აღარ დაბერდებით, და ჭეშმარიტად, ისიამოვნებთ და აღარ შეგაწუხებთ რაიმე უბედურება!
ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის
როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, იტყვის: "გნებავთ, რომ რამე შეგმატოთ
ჯოჯოხეთის ბინადართაგან ორი ჯგუფი მე ჯერ არ მინახავს: პირველი, ხალხი, რომელთაც ხელში აქვთ საქონლის კუდებივით მათრახები, რომლითაც სცემენ ადამიანებს. მეორე, ქალები, რომლებიც ჩაცმულები არიან, მაგრამ ამავდროულად შიშვლები, აცდუნებენ სხვებს და თავადაც მიდიან მცდარ გზაზე
ო, ქალებო! გაიღეთ მოწყალება (სადაყა), რადგან მე დამანახეს, რომ ჯოჯოხეთის მოსახლეთა უმეტესობა თქვენგან არიან, ქალებმა ჰკითხეს: "რის გამო, ო ალლაჰის მოციქულო?“ მან უპასუხა: «თქვენ ბევრს იწყევლებით და თქვენი ქმრების მადლიერები არ ხართ. მე არ მინახავს გონებისა და რელიგიის მხრივ ნაკლული არსება, რომელიც ჭკვიან და მტკიცე მამაკაცს ასე მოხიბლავდა, როგორც თქვენგან ერთ-ერთი
არ დადგება საათი მანამ, სანამ კაცი არ ჩაივლის კაცის საფლავთან და არ იტყვის: "ნეტავ, მე ვიყო მის ადგილას
„აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის
თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა
ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან
ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა
როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ
ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება, აიღებს აბდესს და ილოცებს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას
მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!
ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
უფროსი ადამიანის გული ორ რამეში კიდევ ახალგაზრად რჩება: ამ ქვეყნის სიყვარულში და გრძელვადიან იმედში
ხშირად გაიხსენეთ ყველა სიტკბოების გამანადგურებელი», ანუ: სიკვდილი
ფითნები გულის წინაშე წარდგებიან, როგორც ლერწმის ხალიჩის რიგები, ერთიმეორის მიყოლებით
განა გეძლევათ გამარჯვება და საზრდო გარდა თქვენი სუსტების გამო?
ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს?
ეს ქვეყანა მორწმუნისთვის ციხეა, ხოლო ურწმუნოსთვის სამოთხე
ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი
ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს
ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული, ასევე ცოდნის მქონისა და ცოდნის შემძენისა
როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით
განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის ვერც კი პოულობდა უბრალო ფინიკსაც კი, რომ მუცელი აევსო
იყავი ასკეტი ამქვეყნად და ალლაჰი შეგიყვარებს. და იყავი თავშეკავებული იმაში, რაც ადამიანებს აქვთ, და ადამიანები შეგიყვარებენ!
ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის
მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით
თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა
ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა
სამი კატეგორიის ადამიანი არიან, ვისთანაც ალლაჰი არ ისაუბრებს აღდგომის დღეს, არ განწმენდს მათ და მათთვის მტკივნეული სასჯელი იქნება
სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ
ჭეშმარიტად, სამოთხეში არის ხე, რომლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მანძილს სწრაფი და გამძლე ცხენით ამხედრებული მხედარიც კი ვერ გაივლის ას წელიწადში
ჭეშმარიტად, სამოთხეში არის შეკრების ადგილი, რომელსაც მაცხოვრებლები ყოველ პარასკევს ესწრებიან
მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა
შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც ალლაჰმა დაუფარა, და მოინანიოს ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, ვინც აღიარებს ჩვენთან მის ცოდვას, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის მიხედვით
ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი
ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით
არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად
რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის
მუჰამმადის (ალალაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი არასოდეს ჭამდა დღეში ორჯერ, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი ყოფილიყო ხურმისგან(ფინიკისგან)
მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო
არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?
თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე
ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება
არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები,
შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ
ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო
წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა
თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო, მას ისე ექცევა, თითქოს მთელი ქვეყანა მისთვის შეკრებილიყოს
შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით
ჭეშმარიტად, მორწმუნეს სამოთხეში ექნება კარავი ფუღუროიანი მარგალიტისგან. მისი სიგრძე იქნება სამოცი მილი. იქ მორწმუნეს ეყოლება ცოლები, რომლებსაც ისე შემოივლის რომ ისინი ერთმანეთის ხილვას ვერ შეძლებენ
ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს
საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,
პირველი ჯგუფი, რომელიც სამოთხეში შევა, სავსე მთვარის მსგავსი იქნება. შემდეგი ჯგუფი კი იქნება ცაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსად ნათელი
ვინც მთიდან გადახტება და ამით საკუთარ სიცოცხლეს დაასრულებს, იგი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ ჩავარდება და იქ დარჩება მარადიულად
შემფიცეთ, რომ არდაუდგენთ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავთ, არ იმრუშებთ
ისლამი დაიწყო უცხოდ და კვლავაც დაბრუნდება ისეთი, როგორიც დაიწყო – უცხოდ. და ტუუბა უცხოებისთვისაა
ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან
შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა