1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს

عن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«إِنَّ اللهَ لَا يَنْظُرُ إِلَى صُوَرِكُمْ وَأَمْوَالِكُمْ، وَلَكِنْ يَنْظُرُ إِلَى قُلُوبِكُمْ وَأَعْمَالِكُمْ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2564

განმარტება

შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ალლაჰი არ უყურებს მისი მონების გარეგნობას, მათ სხეულებს, ლამაზია თუ უშნო, დიდია თუ პატარა, ჯანმრთელია თუ ავადმყოფი. და არ უყურებს მათ ქონებას, ბევრია თუ ცოტაა, რადგან ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი არ სთხოვს თავის მონებს პასუხს მსგავს საკითხებში და არ ითხოვს ანგარიშს ამ მახასიათებლების მიხედვით. ის უყურებს მათ გულებს და იმას, არის თუ არა მასში ღვთისმოშიშობა, მტკიცე რწმენა, გულწრფელობა და სიმართლე, თუ ფარისევლობა და ამპარტავნებაა. ასევე, ის უყურებს მათ საქმეებს, რამდენად სწორი ან ცოდვიანია ისინი; სჯის და აჯილდოებს მათ მიხედვით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გულზე ზრუნვა და მისი გასწორება, ასევე მისი გაწმენდა ყოველგვარი დასაძრახი თვისებებისგან.
  2. გულის გასწორება ხდება გულწრფელობის გზით, ხოლო საქმეების გასწორება — მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლით. ეს ორი თვისება — გულწრფელობა და მოციქულის გზი დაცვა — სწორედ ისაა, რასაც უზენაესი ალლაჰი ითვალისწინებს.
  3. ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს თავი თავისი სიმდიდრით, სილამაზით, სხეულით ან სხვა ამქვეყნიური სხვა რომელიმე ატრიბუტებით.
  4. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ გარე ფაქტორებს შინაგანი მდგომარეობის გასწორების გარეშე.

თარგმნების ჩვენება

67 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
FF Fulfulde الفولانية
IT Italiano الإيطالية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan الأذربيجانية
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية