+ -

عَنْ ابْنَ عُمَرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِذَا رَأَيْتُمُوهُ فَصُومُوا، وَإِذَا رَأَيْتُمُوهُ فَأَفْطِرُوا، فَإِنْ غُمَّ عَلَيْكُمْ فَاقْدُرُوا لَهُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1900]
المزيــد ...

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდობა მას) ამბობდა:
«როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1900]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაამტკიცა რამადანის თვეში მარხვის დაწყებისა და დასრულების ნიშნები, როცა თქვა: "როდესაც იხილავთ რამადანის ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა. თუ მთვარესა და თქვენ შორის ღრუბლები იქნება და ის დაიფარება, მაშინ შა'აბანის თვე შეავსეთ ოცდაათი დღით. ხოლო როცა იხილავთ შაუვალის ახალ მთვარეს, დაასრულეთ მარხვა. თუ მთვარესა და თქვენ შორის ღრუბლები იქნება და ის დაიფარება, მაშინ რამადანის თვე შეავსეთ ოცდაათი დღით".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თვის დასაწყისი განისაზღვრება ახალი მთვარის ხილვით და არა ასტრონომიული გამოთვლებით.
  2. იბნ ალ-მუნდირმა გადმოსცა სწავლულების ერთსულოვანი აზრი (იჯმა') იმაზე, რომ მარხვის დაწყება არ არის სავალდებულო, თუ რამადანის თვე დგინდება მხოლოდ ასტრონომიული გამოთვლებით და არა მთვარის ხილვით.
  3. აუცილებელია შა'აბანის თვე სრულად, ოცდაათი დღით შეავსოთ, თუ ღრუბლები ან სხვა დაბრკოლებები ხელს უშლის რამადანის ახალ მთვარის ხილვას.
  4. მთვარის თვე შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ოცდაცხრა ან ოცდაათი დღისგან.
  5. აუცილებელია რამადანის თვე სრულად, ოცდაათი დღით შეავსოთ, თუ ღრუბლები ან სხვა დაბრკოლებები ხელს უშლის შაუვალის ახალ მთვარის ხილვას.
  6. ის, ვინც იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც არ არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარხვასთან დაკავშირებული ისლამური წესების დაცვაზე, ან თუ ამ საკითხში ჩართული პირები უგულებელყოფენ ამ ვალდებულებებს, თავად უნდა აკონტროლოს ეს საკითხი. ის უნდა დაეყრდნოს ან საკუთარ დაკვირვებას ახალ მთვარეზე, ან ისეთი პირის მოწმობას, რომელსაც ენდობა, რათა დაიწყოს და დაასრულოს მარხვა.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური რომაული მალაიური ორომო
თარგმნების ჩვენება
მეტი