عن أبي بَكرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«إِذَا الْتَقَى الْمُسْلِمَانِ بِسَيْفَيْهِمَا فَالْقَاتِلُ وَالْمَقْتُولُ فِي النَّارِ»، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ هَذَا الْقَاتِلُ، فَمَا بَالُ الْمَقْتُولِ؟ قَالَ: «إِنَّهُ كَانَ حَرِيصًا عَلَى قَتْلِ صَاحِبِهِ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 31]
المزيــد ...
გადმოცემულია აბუ ბაქრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
“თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში”. მე ვკითხე: «ო, ალლაჰის მოციქულო, ეს მკვლელია (გასაგებია, თუ პირველი იქ მოხვდება), მაგრამ რატომ მოკლული?» მან უპასუხა: “იმიტიმ, რომ ისიც ცდილობდა მისი მეგობრის მოკვლას".
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 31]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით) და თითოეული მათგანი ცდილობს მეორის განადგურებას, მკვლელი აღმოჩნდება ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ მან უშუალოდ მოკლა თავისი მეგობარი. მოციქულის საჰაბები გაურკვევლობაში ჩააგდო მოკლულის მდგომარეობამ: თუ რატომ აღმოჩნდება ის ჯოჯოხეთში? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განუმარტა, რომ ისიც მოხვდება ჯოჯოხეთში, რადგან მისი მიზანიც იყო მეორის მოკვლა, და მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო ეს, რომ მკვლელმა მას დაასწრო და გააკეთა ეს მასზე წინ.