ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება
თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში
ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით
სამი კატეგორიის ადამიანი არიან, ვისთანაც ალლაჰი არ ისაუბრებს აღდგომის დღეს, არ განწმენდს მათ და მათთვის მტკივნეული სასჯელი იქნება
თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე
ვინც მთიდან გადახტება და ამით საკუთარ სიცოცხლეს დაასრულებს, იგი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ ჩავარდება და იქ დარჩება მარადიულად