عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عَمْرٍو رضي الله عنهما قال: قال رَسولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«أَرْبَعٌ مَنْ كُنَّ فِيهِ كَانَ مُنَافِقًا خَالِصًا، وَمَنْ كَانَتْ فِيهِ خَلَّةٌ مِنْهُنَّ كَانَتْ فِيهِ خَلَّةٌ مِنْ نِفَاقٍ حَتَّى يَدَعَهَا: إِذَا حَدَّثَ كَذَبَ، وَإِذَا عَاهَدَ غَدَرَ، وَإِذَا وَعَدَ أَخْلَفَ، وَإِذَا خَاصَمَ فَجَرَ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 58]
المزيــد ...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 58]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ოთხი თვისების შესახებ, რომლებიც, თუ მუსლიმში თავმოყრილია, იგი ძლიერ ემსგავსება მუნაფიყებს ამ თვისებების გამო. ეს გაფრთხილება ვრცელდება იმაზე, ვისშიც ეს თვისებები მძლავრობს და ხშირად ვლინდება. ხოლო ის, ვისაც ეს თვისებები იშვიათად აქვს, ამ გაფრთხილებაში არ შედის. ეს თვისებებია: 1. როცა საუბრობს, იტყუება. 2. როცა პირობაზე შეთანხმდება, არღვევს მას. 3. როცა დაპირებას აძლევს, არ ასრულებს. 4. როცა დავობს, უსამართლობას სჩადის.
პირველი: როდესაც საუბრობს, განზრახ იტყუება და არ ამბობს სიმართლეს თავის სიტყვებში.
მეორე: როცა დადებს შეთანხმებას, არ ასრულებს მას და ღალატობს პარტნიორს.
მესამე: როცა დაპირებას აძლევს, არ ასრულებს მას და არღვევს თავის სიტყვას.
მეოთხე: როცა ვინმესთან დავობს და ჩხუბობს, მისი დავა მძიმე და ძალადობრივი ხდება. ის გადაუხვევს სიმართლეს, ეშმაკობას იყენებს სიმართლის უარყოფისა და გადახრისთვის, ამბობს სიცრუეს და უსამართლობას.
ნიფაყი(ორპირობა) ნიშნავს, რომ ადამიანი აშკარად აჩვენებს იმას, რაც სინამდვილეში არ აქვს გულში. ეს თვისება გვხვდება იმ ადამიანში, ვისშიც არის ეს ოთხი ნიშანი. მისი ნიფაყი ვლინდება იმ ადამიანებთან, ვისთანაც იგი საუბრობს, დაპირებებს აძლევს, ნდობას იღებს, დავობს ან შეთანხმებას დებს. ეს არ ნიშნავს, რომ იგი ისლამისადმი ორპირია, ანუ გარეგნულად ისლამს აჩვენებს, მაგრამ გულში ურწმუნოებას მალავს. ვისაც ამ თვისებებიდან რომელიმე აქვს, მასში არის ნიფაყის ნიშანი, სანამ არ მოიშორებს მას.