საუბრის და გაჩუმების ეთიკა

12ჰადისების სია 1ქვეკატეგორიები

ჰადისების სია 12

როდესაც ადამიანი თავის ძმას შეიყვარებს აცნობოს მას, რომ უყვარს ის
იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე
არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი
ვინც დაიფიცა და თავის ფიცში თქვა: 'ვფიცავ, ლათის და უზზას სახელით', მან უნდა თქვას: 'არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა', და ვინც თავის მეგობარს ეტყვის: 'მოდი, ვითამაშოთ აზარტული თამაში', - მან სადაყა უნდა გასცეს [გამოსასყიდად]
მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა
ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი
არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს
ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, მაგრამ ამცირებს მოგებას
თუ ვინმე თავის ძმას ეტყვის: 'ჰეი, ურწმუნო!' – მაშინ ეს სიტყვა ერთ-ერთ მათგანს დაუბრუნდება: თუ ეს სიმართლეა, მაშინ იმაზე, ვისზეც ითქვა; ხოლო თუ არ არის სიმართლე, მაშინ დაბრუნდება თავად მასზე
თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა: "ადამის ძე მაწყენინებს, როცა დროს შეურაცხყოფს, მაშინ როცა მე ვარ დრო, ჩემს ხელშია ყველა საქმე, მე ვაბრუნებ დღესა და ღამეს