+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«قَالَ اللَّهُ عَزَّ وَجَلَّ: يُؤْذِينِي ابْنُ آدَمَ يَسُبُّ الدَّهْرَ وَأَنَا الدَّهْرُ، بِيَدِي الأَمْرُ أُقَلِّبُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 4826]
المزيــد ...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა: "ადამის ძე მაწყენინებს, როცა დროს შეურაცხყოფს, მაშინ როცა მე ვარ დრო, ჩემს ხელშია ყველა საქმე, მე ვაბრუნებ დღესა და ღამეს"».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 4826]

განმარტება

ალლაჰი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ უზენაესი ამბობს ყუდსის ჰადისში: ენით მაყენებს ზიანს და მაკნინებს ადამიანი, რომელიც დროს შეურაცხყოფს და გმობს მას, როცა მასზე უბედურება და განსაცდელი ეწევა, რადგან სწორედ უზენაესი ალლაჰი არის ერთადერთი მმართველი და მომწესრიგებელი ყველაფრის, რაც ხდება. ამიტომ, დროის ლანძღვა ალლაჰის ლანძღვაა, რადგან თვითონ დრო მხოლოდ შექმნილი და დამორჩილებული რეალობაა, რომელშიც მოვლენები უზენაესი ალლაჰის ბრძანებით ხდება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავის უფლისგან გადმოსცა. ასეთი ჰადისები ცნობილია, როგორც "ალ-ყუდსი" და ან "ალ-ილაჰი: (ღვთიური). ეს ნიშნავს, რომ მისი სიტყვები და აზრი ალლაჰს ეკუთვნის, თუმცა მას არ გააჩნია ის განსაკუთრებული თვისებები, რაც ყურანს გამოარჩევს სხვა გადმოცემებისგან. ყურანის ამ გამორჩეულ თვისებებს მიეკუთვნება მისი კითხვა, როგორც თაყვანისცემის ფორმა, მისი წაკითხვისთვის აუცილებელია რიტუალური სიწმინდე, ასევე მისი ფენომენალურობა და მისი გამეორების შეუძლებლობა, მისი აიათების უპირობო ორიგინალობა და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლები.
  2. დიდებული ალლაჰის მიმართ პატივისცემა სიტყვასა და რწმენაში.
  3. სავალდებულოა რწმენა ალლაჰის წინასწარგანსაზღვრულისა და დადგენილებაში, ასევე მოთმინება განსაცდელებისა და ტანჯვის დროს.
  4. უსიამოვნება და ზარალი ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანს არ სიამოვნებს, როდესაც უსმენს ან ხედავს სამარცხვინო და უღირს რაღაცას, მაგრამ ეს არ აყენებს მას რეალურ ზიანს. ასევე, მას შეიძლება აწუხებდეს უსიამოვნო სუნი, მაგალითად, ხახვისა და ნიორის, თუმცა ეს არ ავნებს მის ჯანმრთელობას.
  5. დიდებილი ალლაჰი განიცდის უსიამოვნებას ზოგიერთი თავისი მონის ცუდი ქმედებებისგან, მაგრამ ის, უზენაესი და დიდებული, ამით არ ზიანდება. როგორც თავად ალლაჰი ამბობს ყუდსის ჰადისში: «ჰეი, ჩემო მონებო! თქვენ ვერ მიაღწევთ იმ დონეს, რომ ზიანი მომაყენოთ და დამაზიანოთ, და ვერ მიაღწევთ იმ დონეს, რომ სარგებელი მომიტანოთ და გამამდიდროთ».
  6. დროის (ჟამის) ლანძღვა და მისი აღწერა სამ ნაწილად იყოფა:
  7. 1 .დროის ლანძღვა იმის რწმენით, რომ ის არის მოვლენების შემოქმედი, ანუ რომ დრო ცვლის საქმეებს კეთილდღეობისა და უბედურებისკენ – ეს დიდი შირქია, რადგან ასეთმა ადამიანმა ალლაჰთან ერთად სხვა შემოქმედი დაიდგინა და მოვლენების წარმოშობა მას დაუკავშირა. 2. დროის ლანძღვა იმ რწმენით, რომ თავად ალლაჰი არის მოქმედი, მაგრამ ის მაინც წყევლის დროს, რადგან მისთვის არასასურველი მოვლენების ადგილი გახდა – აკრძალულია და დაუშვებელია. 3. დროის შესახებ უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა, ყოველგვარი ბრალდების გარეშე – ეს დაშვებულია, ამის მაგალითია წინასწარმეტყველ ლუუტის (ალლაჰის მშვიდობა მას) სიტყვები: {და თქვა: ეს მძიმე დღეა}.
თარგმანი: ინგლისური ინდონეზიური სენჰალური ვიეტნამური ხუსური სვაჰილური ტაილანდური ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი