عَنْ سَهْلِ بْنِ سَعْدٍ رَضيَ اللهُ عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِيَّاكُمْ وَمُحَقَّرَاتِ الذُّنُوبِ، فَإِنَّمَا مَثَلُ مُحَقَّرَاتِ الذُّنُوبِ كَقَوْمٍ نَزَلُوا فِي بَطْنِ وَادٍ، فَجَاءَ ذَا بِعُودٍ، وَجَاءَ ذَا بِعُودٍ، حَتَّى أَنْضَجُوا خُبْزَتَهُمْ، وَإِنَّ مُحَقَّرَاتِ الذُّنُوبِ مَتَى يُؤْخَذْ بِهَا صَاحِبُهَا تُهْلِكْهُ».

საჰლ ბინ სა‘დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მან თქვა:
«ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან რადგან მათი მაგალითი ჰგავს ხალხს, რომლებმაც ბანაკი გააჩერეს ველის შუაგულში: ერთმა მოიტანა ერთი ტოტი, მეორემ – მეორე ტოტი, სანამ საკმარისი არ შეგროვდა, რომ ცეცხლი დაენთოთ და პური გამოეცხოთ. უეჭველად, როდესაც ადამიანს მცირე ცოდვების გამო ასამართლებენ, ისინი(ცოდვები) მას დაღუპავენ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა მუსნად აჰმად - 22808

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უმნიშვნელო ცოდვების მიმართ უყურადღებობისა და მათი მრავალჯერადი ჩადენის შესახებ, რადგან, როდესაც ისინი დაგროვდება, შესაძლოა ადამიანი დაღუპოს. ამასთან დაკავშირებით, მან მოიყვანა განმარტებითი მაგალითი: მან შეადარა ის, ვინც ჩადის მცირე ცოდვებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც დაბანაკდნენ ხეობაში და თითოეულმა მათგანმა მოიტანა პატარა ტოტი, რის შედეგადაც მათ დაანთეს ცეცხლი და გამოაცხვეს პური იმ შეშაზე, რაც მათ შეაგროვეს. ამგვარად, უმნიშვნელო ცოდვები, თუ მათ გამო ადამიანი დაისჯება, არ მოინანიებს მათ და ალლაჰი არ აპატიებს, მას დაღუპავენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზა მაგალითების მოყვანაში მდგომარეობდა გაგების გამარტივებასა და ახსნის გასაგებად გადმოცემაში.
  2. გაფრთხილება უმნიშვნელოდ მიჩნეული მცირე ცოდვებისგან და მოწოდება მათი სასწრაფო გამოსყიდვისკენ.
  3. უმნიშვნელოდ მიჩნეულ ცოდვებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: ადამიანი ჩადის ცოდვებს, ფიქრობს, რომ ისინი მცირენი არიან, მაშინ როცა ალლაჰთან ისინი დიდ ცოდვებად მიიჩნევა. ადამიანი ჩადის მცირე ცოდვებს, მათ არ აქცევს ყურადღებას და არ ინანიებს, ამიტომ ეს მცირე ცოდვები გროვდება და საბოლოოდ ანადგურებს მას, ადამიანი ჩადის მცირე ცოდვებს და არ ფრთხილობს მათგან, რის გამოც ის შეიძლება ჩავარდეს დიდ დამღუპველ ცოდვებში.

თარგმნების ჩვენება

41 ენა
EN English الإنجليزية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية