1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ

عَنْ ‌عَائِشَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهَا قَالَتْ:
تَلَا رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ هَذِهِ الْآيَةَ: {هُوَ الَّذِي أَنْزَلَ عَلَيْكَ الْكِتَابَ مِنْهُ آيَاتٌ مُحْكَمَاتٌ هُنَّ أُمُّ الْكِتَابِ وَأُخَرُ مُتَشَابِهَاتٌ فَأَمَّا الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ زَيْغٌ فَيَتَّبِعُونَ مَا تَشَابَهَ مِنْهُ ابْتِغَاءَ الْفِتْنَةِ وَابْتِغَاءَ تَأْوِيلِهِ، وَمَا يَعْلَمُ تَأْوِيلَهُ إِلَّا اللَّهُ، وَالرَّاسِخُونَ فِي الْعِلْمِ يَقُولُونَ آمَنَّا بِهِ كُلٌّ مِنْ عِنْدِ رَبِّنَا وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّا أُولُو الْأَلْبَابِ} [آل عمران: 7]. قَالَتْ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «فَإِذَا رَأَيْتِ الَّذِينَ يَتَّبِعُونَ مَا تَشَابَهَ مِنْهُ فَأُولَئِكَ الَّذِينَ سَمَّى اللهُ، فَاحْذَرُوهُمْ».

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ.} [აალ იმრაან: 7] მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ!»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4547

განმარტება

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხა შემდეგი ]აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ}, რაშიც გვამცნო დიდებულმა ალლაჰმა, რომ ისაა ყურანი, რომელიც გარდმოუვლინა მის მოციქულს, რომელთაგანაცაა ნათელი აიათები, რომელიც ნათლად განსაზღვრავს წესებს და არ ტოვებს გაურკვევლობას. ისინი წიგნის საფუძველია და უთანხმოების დროს უნდა მივმართოთ მათ. ასევე, არსებობს სხვა აიათები, რომლებიც მრავალმნიშვნელოვანია და შეიძლება ერთზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მათი გაგება ზოგიერთი ადამიანისთვის რთულია, ან შეიძლება ჩათვალონ, რომ ისინი სხვა აიათებთან წინააღმდეგობაში მოდის. ეხებიან ადამიანები ამ აიათებს: ისინი, ვის გულშიც გადახრა და სიმრუდია, უგულებელყოფენ ნათელ აიათებს და მიჰყვებიან მრავალმნიშვნელოვან აიათებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დაბნეულობა გამოიწვიონ და ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. ისინი ცდილობენ აიათების იმგვარ განმარტებას, რაც მათ სურვილებს შეესაბამება. მაგრამ ისინი, ვინც მყარად არიან ცოდნაში, მრავალმნიშვნელოვანი აიათების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და მათ მტკიცე აიათებთან აკავშირებენ. მათ სწამთ, რომ ეს ყველაფერი ალლაჰისგან არის და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე წინააღმდეგობა. მხოლოდ გონიერ ადამიანებს შეუძლიათ დაფიქრება და სწორი დასკვნის გამოტანა. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მორწმუნეების დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თუ დაინახავს მათ, ვინც მრავალმნიშვნელოვან აიათებს მისდევს, ისინი იქნებიან ის ადამიანები, ვისზეც ალლაჰმა თქვა თავის სიტყვებში: {ხოლო რომელთა გულებშიცაა გადახრა}. მაშ, ერიდეთ მათ და არ მოუსმინოთ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყურანის ცხადი აიათები — ესენია ის, რომლებიც მკაფიო მნიშვნელობასა და გარე აზრს შეიცავს. მეტაფორული აიათები — ესენია ის, რომელთაც აქვთ რამდენიმე მნიშვნელობა და საჭიროებენ შესწავლას და გაგებას.
  2. გაფრთხილება, რომ ერიდონ ურთიერთობას გზასაცდენილ ადამიანებთან, სიახლის შემომტანებთან და მათთან, ვინც პრობლემურ საკითხებს ეხება, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და მათში ეჭვები დათესოს.
  3. აიათის დასასრულს არის უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ}, ეს აიათი შეიცავს გზასაცდენილების გაკიცხვას და მტკიცე ცოდნის მქონეთა ქებას. ანუ ის, ვინც არ იღებს ჭკუას, არ ითვალისწინებს შეგონებას და მისდევს საკუთარ ვნებას, არ არის გონიერების მფლობელი.
  4. მიყოლა მიმგვანებულ აიათებზე ჭეშმარიტებიდან გულის გადახრის მიზეზია.
  5. სავალდებულოა მრავალმნიშვნელოვანი აიათების , რომელთა მნიშვნელობა შეიძლება სრულად არ იყოს გასაგები, ცხად აიათებთან დაკავშირება.
  6. ჰქმნა ალლაჰმა ზოგიერთი აიათი ცხადი, ზოგიც კი მიმგვანებული (არა ცხადი), რათა გამოსცადოს ხალხი და გამოარჩიოს მორწმუნეები გზააბნეულებისგან.
  7. ყურანში მრავალმნიშვნელოვანი აიათების არსებობით ალლაჰი გამოხატავს სწავლულების უპირატესობას ადამიანებზე და აჩვენებს, რომ ადამიანური გონება შეზღუდულია. ეს გონებას აიძულებს, რომ მორჩილებით ირწმუნოს თავისი შემოქმედი და აღიაროს თავისი უძლურება ღმერთის სიბრძნის წინაშე.
  8. სიმტკიცის ღირსება ცოდნაში და სიმტკიცის აუცილებლობა მასში.
  9. ყურანის განმმარტებლებს შორის არსებობს ორი აზრი იმის თაობაზე, თუ რა არის სიტყვების მნიშვნელობა და სად უნდა გაკეთდეს პაუზა სიტყვა ალლაჰზე უზენაესის სიტყვებში: {ამისი განმარტება არავინ იცის, გარდა ალლაჰისა და მყარი ცოდნის მქონეებმა}. იმათ აზრით, ვინც აკეთებს პაუზას სიტყვა ალლაჰ-ზე სიტყვა "განმარტება" აღნიშნავს ჭეშმარიტების ცოდნას, მის არსსა და იმას, რაც ადამიანის გონებით მიუწვდომელია, მაგალითად, სული და სამსჯავროს დღე, რომლის ცოდნა მხოლოდ ალლაჰს აქვს. მყარ ცოდნაში მყოფთ კი სწამთ ამის და მათ ნამდვილ არსს ანდობენ ალლაჰს; მათ მტკიცედ სწამთ, დარწმუნებულნი არიან და შეცდომაში არ ვარდებიან. იმათ აზრით, ვინც არ აკეთებს პაუზას სიტყვა ალლაჰ-ზე , სიტყვა "განმარტება" აღნიშნავს ინტერპრეტაციას, სიცხადეს და ახსნას. შესაბამისად, ამის ცოდნა ეკუთვნის როგორც ალლაჰს, ასევე მყარ ცოდნაში მყოფთ. იმათ სწამთ ამის და ახსნა უბრუნდება ცხად აიათებს.

თარგმნების ჩვენება

67 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
FF Fulfulde الفولانية
IT Italiano الإيطالية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan الأذربيجانية
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو