عن ابن مسعود رضي الله عنه قال: قال النبي صلى الله عليه وسلم:
«الْجَنَّةُ أَقْرَبُ إِلَى أَحَدِكُمْ مِنْ شِرَاكِ نَعْلِهِ، وَالنَّارُ مِثْلُ ذَلِكَ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 6488]
المزيــد ...

იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6488]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ძალიან ახლოსაა ადამიანთან ისევე, როგორც ფეხსაცმლის თასმა. ეს იმის გამო, რომ ადამიანმა შეიძლება გააკეთოს მორჩილება(მადლიანი საქმე), რომლითაც ალლაჰის კმაყოფილებას გამოიწვევს და მისით სამოთხეში შეიყვანს, ან ჩაიდინოს ცოდვა, რომელიც გახდება ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. კეთილ საქმეებში წახალისება, თუნდაც მცირე იყოს, და ბოროტებისგან თავის არიდება, თუნდაც მცირედი იყოს.
  2. მუსლიმმა ცხოვრებაში უნდა გაერთიანოს იმედი და შიში, და დიდებულ ალლაჰს მუდამ უნდა სთხოვოს სიმტკიცე ჭეშმარიტებაზე, რათა გადარჩეს და არ დაემორჩილოს საკუთარი მდგომარეობის ცდუნებას.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (67)
მეტი