عن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال:
«حُجِبَتِ النَّارُ بِالشَّهَوَاتِ، وَحُجِبَتِ الْجَنَّةُ بِالْمَكَارِهِ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 6487]
المزيــد ...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6487]

განმარტება

ალლაჰის მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ჯოჯოხეთი გარშემორტყმულია იმ საქმეებით, რომლებიც ადამიანის სულს უყვარს, როგორიცაა აკრძალული მოქმედებები ან მოვალეობებში დაუდევრობა; თუ ადამიანი მისდევს საკუთარ ვნებებსა და სურვილებს, ის ამის გამო იმსახურებს ცეცხლს, რაც შეეხება სამოთხეს, ის გარშემორტყმულია იმ საქმეებით, რომლებიც ადამიანს არ სიამოვნებს, როგორიცაა მუდმივი ერთგულება ვალდებულებების შესრულებაში, აკრძალული საქმეებისგან თავის შეკავება. თუ ადამიანი ამ სირთულეებს გადალახავს და იბრძოლებს საკუთარ ვნებებთან, ის იმსახურებს სამოთხეში შესვლას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ვნებებში ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ეშმაკი ამკობს და აცდუნებს ადამიანს ცუდი და მახინჯი საქმეებით ისე, რომ ეს საქმეები ადამიანს კარგი და მიმზიდველი ეჩვენება, რის გამოც მისკენ იხრება.
  2. საჭიროა ადამიანი გაშორდეს აკრძალულ ვნებებს, რადგან ისინი ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა, ხოლო მოთმინება სირთულეებთან მიმართებაში არის გზა სამოთხისაკენ.
  3. ძალიან დიდი სიკეთე აქვს ადამიანის ბრძოლას საკუთარ ვნებებთან, გულმოდგინე თაყვანისცემაში და მოთმინებას იმ სირთულეებსა და განსაცდელებში, რომლებიც გარემოცულია მორჩილების საქმეებთან.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (67)
მეტი