عَنْ حَكِيمِ بْنِ حِزَامٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ:
سَأَلْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَأَعْطَانِي، ثُمَّ سَأَلْتُهُ فَأَعْطَانِي، ثُمَّ قَالَ لِي: «يَا حَكِيمُ، إِنَّ هَذَا المَالَ خَضِرٌ حُلْوٌ، فَمَنْ أَخَذَهُ بِسَخَاوَةِ نَفْسٍ، بُورِكَ لَهُ فِيهِ، وَمَنْ أَخَذَهُ بِإِشْرَافِ نَفْسٍ لَمْ يُبَارَكْ لَهُ فِيهِ، وَكَانَ كَالَّذِي يَأْكُلُ وَلاَ يَشْبَعُ، وَاليَدُ العُلْيَا خَيْرٌ مِنَ اليَدِ السُّفْلَى»، قَالَ حَكِيمٌ: فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللَّهِ، وَالَّذِي بَعَثَكَ بِالحَقِّ لاَ أَرْزَأُ أَحَدًا بَعْدَكَ شَيْئًا حَتَّى أُفَارِقَ الدُّنْيَا، فَكَانَ أَبُو بَكْرٍ يَدْعُو حَكِيمًا لِيُعْطِيَهُ العَطَاءَ، فَيَأْبَى أَنْ يَقْبَلَ مِنْهُ شَيْئًا، ثُمَّ إِنَّ عُمَرَ دَعَاهُ لِيُعْطِيَهُ، فَيَأْبَى أَنْ يَقْبَلَهُ، فَقَالَ: يَا مَعْشَرَ المُسْلِمِينَ، إِنِّي أَعْرِضُ عَلَيْهِ حَقَّهُ الَّذِي قَسَمَ اللَّهُ لَهُ مِنْ هَذَا الفَيْءِ، فَيَأْبَى أَنْ يَأْخُذَهُ. فَلَمْ يَرْزَأْ حَكِيمٌ أَحَدًا مِنَ النَّاسِ بَعْدَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ حَتَّى تُوُفِّيَ رَحِمَهُ اللَّهُ.
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 2750]
المزيــد ...
გადმოცემულია ჰაქიიმ იბნ ჰიზაამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მე ვთხოვე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან მომცა. მერე ისევ ვთხოვე და ისევ მომცა. შემდეგ კი მითხრა: «ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი, ვინც მას გულუხვად მიიღებს, მისთვის იგი კურთხეული იქნება, ხოლო ვინც მას სიხარბით აიღებს, მისთვის კურთხეული არ იქნება. ის დაემსგავსება ადამიანს, რომელიც ჭამს, მაგრამ არ ძღება. ზედა ხელი (გამცემი) უკეთესია ქვედა ხელზე (მიმღებზე)» ჰაქიიმმა უპასუხა: 'ო, ალლაჰის შუამავალო, იმას ვფიცავ, ვინც სიმართლით მოგავლინა, რომ ამის შემდეგ აღარავისგან არაფერს არ მივიღებ, სანამ ამ ქვეყნიდან არ წავალ'. ამის შემდეგ, როდესაც აბუ ბაქრი ჰაქიიმს დახმარებას სთავაზობდა, იგი უარს ამბობდა მის მიღებაზე. შემდეგ უმარმაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ ჰაქიიმმა არ მიიღო. მაშინ უმარმა თქვა: 'ჰეი, მუსლიმებო, მე მას ვთავაზობ იმ უფლებას, რომელიც ალლაჰმა მას ამ ქონებიდან განუყო, მაგრამ ის უარს ამბობს მის მიღებაზე, ჰაქიიმს არავისგან არ აუღია დახმარება ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდოვბა მას) გარდაცვალების შემდეგ, სანამ თავადაც არ გარდაიცვალა, ალლაჰმა შეიწყალოს ის».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 2750]
ჰაქიიმ იბნ ჰიზამმა (ალლჰი იყოს მისით კმაყოფილი) სთხოვა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამქვეყნის მატერიალურ სიკეთეებიდან, და მან მისცა. შემდეგ კვლავ სთხოვა, და კვლავ მისცა. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: ო, ჰაქიიმ, ეს ქონება სასურველი და მაცდურია. ვინც მას თხოვნის გარეშე მიიღებს და არ აიღებს სიხარბითა და დაჟინებული მოთხოვნით, მისთვის იგი დალოცვილი იქნება. ხოლო ვინც მას სიხარბითა და ანგარებით მიიღებს, მისთვის დალოცვილი არ იქნება, და იგი დაემსგავსება იმ ადამიანს, რომელიც ჭამს, მაგრამ არ ძღება, ზედა (მიმცემი) ხელი ალლაჰის წინაშე უკეთესია ქვედა (მიმღებ) ხელზე, ჰაქიმმა თქვა: ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო, იმას ვფიცავ, ვინც ჭეშმარიტებით მოგავლინა, რომ ამის შემდეგ აღარავისგან არაფერს მოვითხოვ, სანამ ამ ქვეყნიდან არ წავალ. ამიტომ, ალლაჰის შუამავლის ხალიფა, აბუ ბაქრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰაქიმს უხმობდა, რათა მას დახმარება მიეცა, მაგრამ ჰაქიმი უარს ამბობდა მის მიღებაზე, შემდეგ მორწმუნეთა მეთაურმა, უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოიხმო ის, რათა დახმარება მიეცა, მაგრამ ჰაქიმმა კვლავ უარი თქვა მის მიღებაზე. მაშინ უმარმა თქვა: ო, მუსლიმანთა საზოგადოებავ! მე ვთავაზობ მას მის უფლებას, რომელიც ალლაჰმა განუყო ქონებიდან, რომელიც მუსლიმებმა მიიღეს ურწმუნოებისგან, ომისა და ჯიჰადის გარეშე, მაგრამ ის უარს ამბობს მის მიღებაზე, ჰაქიმმა არავისგან არ აიღო ქონება თხოვნით მას შემდეგ, რაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაიცვალა, ვიდრე თავადაც არ გარდაიცვალა. ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.