ამქვეყნიური ცხოვრების სიყვარულის დაგმობა

15ჰადისების სია

ჰადისების სია 15

ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი
ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს
მე იმისი მეშინია, რაც ჩემ შემდეგ თქვენთვის ამქვეყნიური სიკეთეები და მის სამშვენისები გაიხსნება
უფროსი ადამიანის გული ორ რამეში კიდევ ახალგაზრად რჩება: ამ ქვეყნის სიყვარულში და გრძელვადიან იმედში
ხშირად გაიხსენეთ ყველა სიტკბოების გამანადგურებელი», ანუ: სიკვდილი
ეს ქვეყანა მორწმუნისთვის ციხეა, ხოლო ურწმუნოსთვის სამოთხე
ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი
ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს
ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული, ასევე ცოდნის მქონისა და ცოდნის შემძენისა
განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის ვერც კი პოულობდა უბრალო ფინიკსაც კი, რომ მუცელი აევსო
თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა
სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ
რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული
წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა