კატეგორია: ღირსება და ეთიკა .
+ -

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ مَسْعُودٍ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لاَ تَتَّخِذُوا الضَّيْعَةَ فَتَرْغَبُوا فِي الدُّنْيَا».

[حسن لغيره] - [رواه الترمذي وأحمد] - [سنن الترمذي: 2328]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ».

- [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა] - [სუნან ალ-თირმიზი - 2328]

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ნაკვეთების, ბაღების და სახნავი მიწების მომრავლება, რადგან ეს არის ამქვეყნის მიმართ ლტოლვის მატების და და საიქიოზე ზურგის ქცევის ერთ-ერთი მიზეზი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია ამქვეყნიური ქონების მოხვეჭა, რომელიც გამოიწვევს იმ ქვეყანაზე ზურგის ქცევას.
  2. ამ ჰადისში არ არის აკრძალული ის, რაც არსებობისთვის სავალდებულოა, არამედ ჰადისში აკრძალულია ამქვეყნიურ ფუფუნებაში ჩაფლობა და საიქიოს დავიწყება.
  3. ალ-სინდიმ თქვა: «ეს ნიშავს: ნუ ჩაეფლობით მხოლოდ ამქვეყნიურ სახნავ-სათესების მოხვეჭაში და ნუ დაივიწყებთ მისით ალლაჰის ხსენებას».
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური ასამური ჰოლანდიური გუჯარათული რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი