عَنْ أَبي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَا مِنْ صَاحِبِ ذَهَبٍ وَلَا فِضَّةٍ، لَا يُؤَدِّي مِنْهَا حَقَّهَا، إِلَّا إِذَا كَانَ يَوْمُ الْقِيَامَةِ، صُفِّحَتْ لَهُ صَفَائِحُ مِنْ نَارٍ، فَأُحْمِيَ عَلَيْهَا فِي نَارِ جَهَنَّمَ، فَيُكْوَى بِهَا جَنْبُهُ وَجَبِينُهُ وَظَهْرُهُ، كُلَّمَا بَرَدَتْ أُعِيدَتْ لَهُ، فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ، حَتَّى يُقْضَى بَيْنَ الْعِبَادِ، فَيَرَى سَبِيلَهُ، إِمَّا إِلَى الْجَنَّةِ، وَإِمَّا إِلَى النَّارِ»
قِيلَ: يَا رَسُولَ اللهِ، فَالْإِبِلُ؟ قَالَ: «وَلَا صَاحِبُ إِبِلٍ لَا يُؤَدِّي مِنْهَا حَقَّهَا، وَمِنْ حَقِّهَا حَلَبُهَا يَوْمَ وِرْدِهَا، إِلَّا إِذَا كَانَ يَوْمُ الْقِيَامَةِ، بُطِحَ لَهَا بِقَاعٍ قَرْقَرٍ، أَوْفَرَ مَا كَانَتْ، لَا يَفْقِدُ مِنْهَا فَصِيلًا وَاحِدًا، تَطَؤُهُ بِأَخْفَافِهَا وَتَعَضُّهُ بِأَفْوَاهِهَا، كُلَّمَا مَرَّ عَلَيْهِ أُولَاهَا رُدَّ عَلَيْهِ أُخْرَاهَا، فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ، حَتَّى يُقْضَى بَيْنَ الْعِبَادِ، فَيَرَى سَبِيلَهُ إِمَّا إِلَى الْجَنَّةِ، وَإِمَّا إِلَى النَّارِ»
قِيلَ: يَا رَسُولَ اللهِ، فَالْبَقَرُ وَالْغَنَمُ؟ قَالَ: «وَلَا صَاحِبُ بَقَرٍ، وَلَا غَنَمٍ، لَا يُؤَدِّي مِنْهَا حَقَّهَا، إِلَّا إِذَا كَانَ يَوْمُ الْقِيَامَةِ بُطِحَ لَهَا بِقَاعٍ قَرْقَرٍ، لَا يَفْقِدُ مِنْهَا شَيْئًا، لَيْسَ فِيهَا عَقْصَاءُ، وَلَا جَلْحَاءُ، وَلَا عَضْبَاءُ تَنْطَحُهُ بِقُرُونِهَا وَتَطَؤُهُ بِأَظْلَافِهَا، كُلَّمَا مَرَّ عَلَيْهِ أُولَاهَا رُدَّ عَلَيْهِ أُخْرَاهَا، فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ، حَتَّى يُقْضَى بَيْنَ الْعِبَادِ، فَيَرَى سَبِيلَهُ إِمَّا إِلَى الْجَنَّةِ، وَإِمَّا إِلَى النَّارِ»
قِيلَ: يَا رَسُولَ اللهِ، فَالْخَيْلُ؟ قَالَ: «الْخَيْلُ ثَلَاثَةٌ: هِيَ لِرَجُلٍ وِزْرٌ، وَهِيَ لِرَجُلٍ سِتْرٌ، وَهِيَ لِرَجُلٍ أَجْرٌ، فَأَمَّا الَّتِي هِيَ لَهُ وِزْرٌ، فَرَجُلٌ رَبَطَهَا رِيَاءً وَفَخْرًا وَنِوَاءً عَلَى أَهْلِ الْإِسْلَامِ، فَهِيَ لَهُ وِزْرٌ، وَأَمَّا الَّتِي هِيَ لَهُ سِتْرٌ، فَرَجُلٌ رَبَطَهَا فِي سَبِيلِ اللهِ، ثُمَّ لَمْ يَنْسَ حَقَّ اللهِ فِي ظُهُورِهَا وَلَا رِقَابِهَا، فَهِيَ لَهُ سِتْرٌ وَأَمَّا الَّتِي هِيَ لَهُ أَجْرٌ، فَرَجُلٌ رَبَطَهَا فِي سَبِيلِ اللهِ لِأَهْلِ الْإِسْلَامِ، فِي مَرْجٍ وَرَوْضَةٍ، فَمَا أَكَلَتْ مِنْ ذَلِكَ الْمَرْجِ، أَوِ الرَّوْضَةِ مِنْ شَيْءٍ، إِلَّا كُتِبَ لَهُ، عَدَدَ مَا أَكَلَتْ حَسَنَاتٌ، وَكُتِبَ لَهُ، عَدَدَ أَرْوَاثِهَا وَأَبْوَالِهَا، حَسَنَاتٌ، وَلَا تَقْطَعُ طِوَلَهَا فَاسْتَنَّتْ شَرَفًا، أَوْ شَرَفَيْنِ، إِلَّا كَتَبَ اللهُ لَهُ عَدَدَ آثَارِهَا وَأَرْوَاثِهَا حَسَنَاتٍ، وَلَا مَرَّ بِهَا صَاحِبُهَا عَلَى نَهْرٍ، فَشَرِبَتْ مِنْهُ وَلَا يُرِيدُ أَنْ يَسْقِيَهَا، إِلَّا كَتَبَ اللهُ لَهُ، عَدَدَ مَا شَرِبَتْ، حَسَنَاتٍ»
قِيلَ: يَا رَسُولَ اللهِ، فَالْحُمُرُ؟ قَالَ: «مَا أُنْزِلَ عَلَيَّ فِي الْحُمُرِ شَيْءٌ، إِلَّا هَذِهِ الْآيَةَ الْفَاذَّةُ الْجَامِعَةُ»: {فَمَنْ يَعْمَلْ مِثْقَالَ ذَرَّةٍ خَيْرًا يَرَهُ، وَمَنْ يَعْمَلْ مِثْقَالَ ذَرَّةٍ شَرًّا يَرَهُ} [الزلزلة: 8].
المزيد
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ. შემდეგ ამ ფირფიტებით დაუწვავენ მის გვერდებს, შუბლსა და ზურგს. როდესაც ისინი გაცივდებიან, პროცესი განმეორდება. ეს გაგრძელდება იმ დღის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც ორმოცდაათი ათასი წელია, სანამ არ დასრულდება სასჯელი მონებზე და არ მიუთითებენ მას გზას ან სამოთხისკენ, ან ჯოჯოხეთისკენ». ვიღაცამ ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, რა შეგიძლია გვითხრა აქლემებზე?“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ვიცნ არ უნდა იყოს აქლემების მფლობელი, და არ გასცემს მათგან დაწესებულს, კერძოდ, არ წველის მათ წყლის დასალევ დღეს, განკითხვის დღეს მისი სახით გადმოაგდებენ ფართო ველზე ამ აქლემების წინაშე. ეს აქლემები კიდევ უფრო მსუქნები იქნებიან, ვიდრე ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ყველა მათგანი, მათ შორის მეძუძური აქლემის ნაშიერიც კი, დაიწყებს მათი ფეხებით თელვას და კბილებით კბენას. როგორც კი მათგან ბოლო გაივლის მასზე, პირველებს დააბრუნებენ. ეს გაგრძელდება იმ დღის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც ორმოცდაათი ათასი წელია, სანამ არ დასრულდება მონებზე განაჩენი. ამის შემდეგ მას ან სამოთხისკენ, ან ჯოჯოხეთისკენ მიუთითებენ გზას». ვიღაცამ ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, რა შეგიძლია გვითხრა ძროხებსა და ცხვრებზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ვინც არ უნდა იყოს ძროხებისა და ცხვრების მფლობელი, და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მისი სახით გადმოაგდებენ ფართო ველზე ამ ძროხებისა და ცხვრების წინაშე. მათ შორის არ იქნება არც დახვეული რქების მქონე, არც გატეხილი რქების მქონე და არც ურქო ცხოველი. ისინი დაიწყებენ მათი რქებით ბოჭვას და ჩლიქებით თელვას. როგორც კი მათგან ბოლო გაივლის მასზე, პირველებს დააბრუნებენ. ეს გაგრძელდება იმ დღის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც ორმოცდაათი ათასი წელია, სანამ არ დასრულდება მონებზე განაჩენი. ამის შემდეგ მას ან სამოთხისკენ, ან ჯოჯოხეთისკენ მიუთითებენ გზას». ვიღაცამ ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, რა შეგიძლია გვითხრა ცხენებზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ცხენები სამ სახეობად იყოფა: ზოგი მათგანი ადამიანს ცოდვად ექცევა, ზოგი მისთვის დაცვაა, ხოლო სხვები მას ჯილდოს მოუტანენ. რაც შეეხება ცხენებს, რომლებიც ადამიანს ცოდვად ექცევიან — ესაა ცხენები, რომლებსაც ადამიანი ამრავლებს მხოლოდ თავის გამოსაჩენად, სიამაყისთვის ან მუსლიმებთან საბრძოლველად. ასეთი ცხენები ცოდვად ექცევიან მფლობელს. რაც შეეხება ცხენებს, რომლებიც ადამიანისთვის დაცვაა — ესაა ცხენები, რომლებსაც ადამიანი ალლაჰის გზისთვის ინახავს. ამასთან, ის არ ივიწყებს ალლაჰის უფლებას ამ ცხენების ზურგსა და კისერზე. ასეთი ცხენები მისთვის დაცვა იქნება. რაც შეეხება ცხენებს, რომლებიც ადამიანს ჯილდოს მოუტანენ — ესაა ცხენები, რომლებსაც ადამიანი ინახავს მუსლიმებისათვის ალლაჰის გზაზე. ის უშვებს მათ საძოვრებზე და მდელოებზე. რაც არ უნდა შეჭამონ ეს ცხენები იმ საძოვრებზე და მდელოებზე, ეს აუცილებლად ჩაითვლება მისთვის კეთილ საქმედ. ასევე, მისთვის ჩაიწერება კეთილი საქმეები მათი განავლისა და შარდის რაოდენობის მიხედვით. თუ ისინი გაწყვეტენ საბელს და გაიქცევიან საძოვარზე ერთხელ ან ორჯერ, ალლაჰი აუცილებლად ჩაწერს მას კეთილ საქმეებს მათი ნაფეხურების და განავლის რაოდენობის მიხედვით. და როდესაც ადამიანი მათ მდინარესთან წაიყვანს და ისინი წყალს დალევენ, ალლაჰი აუცილებლად ჩათვლის მისთვის კეთილ საქმეებს თითოეული მათი ყლუპის მიხედვით, თუნდაც მას მათი დაწყურება განზრახული არ ჰქონდეს».