ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა
ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია
ვისაც სურს, რომ ალლაჰმა იხსნას იგი განკითხვის დღის გასაჭირისგან, გადაუვადოს ვადაში გაჭირვებულ მოვალეს, ან სრულიად აპატიოს მას ვალი
ვერცხლის ოქროთი გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ხორბლის ხორბლით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში. ქერის ქერით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ფინიკის ფინიკით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში
ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ
როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს
ო ალლაჰის შუამავალო, უმმ სა'დი მოკვდა, რომელი სადაყა არის უკეთესი მისთვის(რომ გავცე)? თქვა: «წყალი», შემდეგ მან თქვა: ამოთხარა ჭა და თქვა: "ეს უმმ სა'დისთვის არის
ვინც მოიტანს ცრუ ფიცს (ალლაჰის სახელით), რათა ამ გზით მიითვისოს მუსლიმის ქონება, ის ალლაჰს შეხვდება ისე, რომ ალლაჰი გაბრაზებული იქნება მასზე
თუნდაც თქვენგან ვინმემ აიღოს თავისი თოკი, მოიტანოს შეშის კონა ზურგით, გაყიდოს იგი და ამით ალლაჰმა მისი სახე (სიღატაკისგან) დაიცვას – ეს მისთვის უკეთესია, ვიდრე ის, რომ ხალხს სთხოვოს, მისცენ თუ არა
ალლაჰის სახელით, არავინ არ აიღებს არაფერს უსამართლოდ, თუ არა იმ პირობით, რომ აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე წარდგება ამ ტვირთით
არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ დაწეროს
ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა ჯოჯოხეთი და აუკრძალა სამოთხე», ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ძალიან უმნიშვნელო რამეც რომ იყოს? მან თქვა: «თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან
ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს», მათ ჰკითხეს: ვინ ო, ალლაჰის შუამავალო? უპასუხა: «ის, ვისი მეზობელიც უსაფრთხოდ არ არის მისი ბოროტებისგან
ოქრო ოქროში, ვერცხლი ვერცხლში, ხორბალი ხორბალში, ქერი ქერში, ფინიკი ფინიკში, მარილი მარილში – მსგავსი, მსგავსით, ხელიდან ხელზე. ხოლო თუ ეს სახეობები განსხვავებულია, გაყიდეთ, როგორც გნებავთ, ოღონდ ხელიდან ხელზე