+ -

عن ابن عمر رضي الله عنهما قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«مَا زَالَ يُوصِينِي جِبْرِيلُ بِالْجَارِ، حَتَّى ظَنَنْتُ أَنَّهُ سَيُوَرِّثُهُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6014]
المزيــد ...

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შვამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6014]

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ჯიბრიილი (მშვიდობა მას) მრავალჯერ უმეორებდა და ავალებდა, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონოდა, იქნებოდა ის ახლო მეზობელი, მუსლიმი თუ ურწმუნო, ნათესავი თუ არა. ეს გულისხმობდა მისი უფლებების დაცვას, მასზე ზიანის მიყენებისგან თავის არიდებას, სიკეთის კეთებას და მისი მხრიდან გამოწვეული უსიამოვნობების მოთმენას. მეზობლის უფლებების უზარმაზარი მნიშვნელობის გამო და იმის გამო, რომ ჯიბრიილი (მშვიდობა მას) ასე ხშირად ახსენებდა ამას, მოციქულმა იფიქრა, რომ შესაძლოა, გამოეცხადებოდა მისთვის მემკვიდრეობის შესახებ, სადაც ერთ მეზობელს ექნებოდა უფლება მეორის ქონებაზე მისი სიკვდილის შემდეგ.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მეზობლის უდიდესი უფლებები და მათი დაცვის ვალდებულება.
  2. მეზობლის უფლებების ხაზგასმა ანდერძში ნიშნავს, რომ აუცილებელია მას პატივი სცე, კეთილგანწყობა გამოხატო და სიკეთე გაუწიო. ეს ასევე მოიცავს მის დაცვას ზიანისგან, მისი მონახულებას ავადმყოფობისას, სასიხარულო შემთხვევების დროს მისთვის მილოცვას და უბედურობის დროს მწუხარების გამოხატვას.
  3. რაც უფრო ახლოს ცხოვრობს მეზობელი, მით უფრო ძლიერია მისი უფლებები.
  4. შარიათის სრულყოფილება გამოიხატება იმაში, რომ იგი ავალებს ყველაფერს, რაც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, მაგალითად, მეზობლისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და მის დაცვას ზიანისგან.
მეტი