+ -

عَنْ أَبِي مُوسَى الأَشْعَرِيِّ رضي الله عنه قَالَ:
أَتَيْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي رَهْطٍ مِنَ الأَشْعَرِيِّينَ أَسْتَحْمِلُهُ، فَقَالَ: «وَاللَّهِ لاَ أَحْمِلُكُمْ، مَا عِنْدِي مَا أَحْمِلُكُمْ» ثُمَّ لَبِثْنَا مَا شَاءَ اللَّهُ فَأُتِيَ بِإِبِلٍ، فَأَمَرَ لَنَا بِثَلاَثَةِ ذَوْدٍ، فَلَمَّا انْطَلَقْنَا قَالَ بَعْضُنَا لِبَعْضٍ: لاَ يُبَارِكُ اللَّهُ لَنَا، أَتَيْنَا رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ نَسْتَحْمِلُهُ فَحَلَفَ أَنْ لاَ يَحْمِلَنَا فَحَمَلَنَا، فَقَالَ أَبُو مُوسَى: فَأَتَيْنَا النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَذَكَرْنَا ذَلِكَ لَهُ، فَقَالَ: «مَا أَنَا حَمَلْتُكُمْ، بَلِ اللَّهُ حَمَلَكُمْ، إِنِّي وَاللَّهِ -إِنْ شَاءَ اللَّهُ- لا أَحْلِفُ عَلَى يَمِينٍ، فَأَرَى غَيْرَهَا خَيْرًا مِنْهَا، إِلَّا كَفَّرْتُ عَنْ يَمِينِي، وَأَتَيْتُ الَّذِي هُوَ خَيْرٌ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6718]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ მუსა ალ აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი აშარიტების ჯგუფთან ერთად. ჩვენ მასთან მივედით, რათა სატრანსპორტო ცხოველები გვეთხოვა. მან კი თქვა: «ვფიცავ ალლაჰს, ვერ მოგცემ სატრანსპორტო ცხოველებს, რადგან არაფერი მაქვს, რომ მოგცეთ». ჩვენ ცოტა ხანს დაველოდეთ, და მასთან მოიყვანეს აქლემები. შემდეგ მან მოგვცა სამი აქლემი. გზად მივდიოდით და ერთმანეთს ვუთხარით: "ალლაჰი არ გვიბოძებს ბარაქას... ჩვენ ხომ ალლაჰის მოციქულთან მივედით სატრანსპორტო ცხოველების სათხოვნელად, და მან დაიფიცა, რომ ვერ მოგვცემს, მაგრამ მოგვცა!" ამის შემდეგ ისევ მივედით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ეს ყველაფერი მოვუყევით. მან კი თქვა: «ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6718]

განმარტება

აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თავისი ტომის ჯგუფთან ერთად. მათი მიზანი იყო, რომ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათთვის აქლემები მიეცა, რომელზეც მგზავრობას შეძლებდნენ, რათა ჯიჰადში მონაწილეობა მიეღოთ. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ ვერ უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტით, რადგან მას არ ჰქონდა ის, რაც მათ ამისთვის დასჭირდებოდათ, ისინი დაბრუნდნენ და გარკვეული დროით გაჩერდნენ. შემდეგ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიყვანეს სამი აქლემი, რომლებიც მან მათ გაუგზავნა. მათ შორის ზოგიერთმა თქვა: "ალლაჰი ბარაქას არ მოგვცემს ამ აქლემებში, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ არ მოგვცემს მათ". შემდეგ ისინი მივიდნენ მასთან და ჰკითხეს. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უპასუხა: »თქვენი უზრუნველყოფა ალლაჰმა მოახდინა, რადგან სწორედ მან მოგანიჭათ მადლი და გამოგიგზავნათ საკმარისი საშუალებები. მე მხოლოდ მიზეზი ვარ, რომლის მეშვეობითაც ეს მოხდა», შემდეგ თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას): «ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰის ნებით თუ რამეზე დავიფიცებ, რომ გავაკეთო ან დავტოვო, მაგრამ ვხედავ, რომ ფიცის საწინააღმდეგო უფრო კარგი და უკეთესია, მაშინ ვირჩევ საუკეთესო გზას, ვტოვებ იმას, რაზეც დავიფიცე, და ვასრულებ ფიცის გამოსყიდვას».

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დაშვებულია ფიცის დადება მოთხოვნის გარეშე, რათა გამყარდეს ინფორმაცია, თუნდაც ეს ეხებოდეს მომავალს.
  2. ფიცის დროს ფრაზის "ინ შაა ალლაჰ" გამოყენება დასაშვებია როგორც გამონაკლისი. თუ ეს გამონაკლისი ფიცთან ერთად იყო განზრახული და უშუალოდ მას მოჰყვებოდა, მაშინ, ფიცის დარღვევის შემთხვევაში, გამოსყიდვა არ არის სავალდებულო.
  3. წახალისებულია ფიცის დარღვევა, თუ ადამიანი ხედავს, რომ ფიცის საწინააღმდეგო ქმედება უკეთესია და უფრო სიკეთეს მოიტანს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ფიცის გამოსყიდვა.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური ლიტვური დარი სერბული კინიარუანდა რომაული უნგრული الموري მალაიური ორომო კანადური
თარგმნების ჩვენება