عَنْ عَبْدِ اللَّهِ بنِ مَسْعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ حَلَفَ عَلَى يَمِينٍ وَهُوَ فِيهَا فَاجِرٌ لِيَقْتَطِعَ بِهَا مَالَ امْرِئٍ مُسْلِمٍ، لَقِيَ اللَّهَ وَهُوَ عَلَيْهِ غَضْبَانُ». قَالَ: فَقَالَ الْأَشْعَثُ: فِيَّ وَاللَّهِ كَانَ ذَلِكَ؛ كَانَ بَيْنِي وَبَيْنَ رَجُلٍ مِنَ الْيَهُودِ أَرْضٌ، فَجَحَدَنِي، فَقَدَّمْتُهُ إِلَى النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَقَالَ لِي رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «أَلَكَ بَيِّنَةٌ؟» قُلْتُ: لَا. قَالَ: فَقَالَ لِلْيَهُودِيِّ: «احْلِفْ». قَالَ: قُلْتُ: يَا رَسُولَ اللَّهِ، إِذَنْ يَحْلِفَ وَيَذْهَبَ بِمَالِي. فَأَنْزَلَ اللَّهُ تَعَالَى: {إِنَّ الَّذِينَ يَشْتَرُونَ بِعَهْدِ اللَّهِ وَأَيْمَانِهِمْ ثَمَنًا قَلِيلًا}. إِلَى آخِرِ الْآيَةِ.
المزيد
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც მოიტანს ცრუ ფიცს (ალლაჰის სახელით), რათა ამ გზით მიითვისოს მუსლიმის ქონება, ის ალლაჰს შეხვდება ისე, რომ ალლაჰი გაბრაზებული იქნება მასზე». ალ-აშ'ასმა თქვა: "ვფიცავ ალლაჰს, სწორედ მე გავხდი მიზეზი, რომ ამ თემაზე აიათი გარდმოევლინა. მე და ერთ იუდეველს მიწის ნაკვეთის გამო დავა გვქონდა. ის უარყოფდა ჩემს უფლებას ამ მიწაზე, და მე მივედი მასთან ერთად მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკითხა: "გაქვს რაიმე მტკიცებულება?" ვუპასუხე: "არა". მაშინ მან უთხრა იუდეველს: "დადე ფიცი". მე შევწინააღმდეგდი: "ო, ალლაჰის შუამავალო! ის ხომ ახლა დადებს ფიცს და მიითვისებს ჩემს ქონებას!" მაშინ უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი:
"ჭეშმარიტად, ვინც ყიდის ალლაჰთან დადებულ აღთქმას და დადებულ ფიცს (არღვევს) მცირე საფასურად, წილი არ ექნებათ საიქიოში, არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი და არ შეხედავს მათ განკითხვის დღეს, და არ განწმენდს. და მათთვისაა მტანჯველი სასჯელი!"(ალი იმრან: 77)».