عَن ابنِ عباسٍ رضي الله عنهما أنَّ رسولَ اللهِ صلي الله عليه وسلم قال:
«لَو يُعطَى النّاسُ بدَعواهُم لادَّعَى رِجالٌ أموالَ قَومٍ ودِماءَهُم، ولَكِنَّ البَيِّنَةَ على المُدَّعِى، واليَمينَ على مَن أنكَرَ».
[صحيح] - [رواه البيهقي] - [السنن الكبرى للبيهقي: 21243]
المزيــد ...
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თუ ადამიანებს მიენიჭებოდათ [ის, რაც მათ სურთ] მხოლოდ მათი სიტყვების საფუძველზე, მაშინ ზოგიერთები [ცრუ გზით] მოითხოვდნენ სხვების ქონებასა და სიცოცხლეს... მაგრამ მომჩივანი ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, ხოლო ის, ვინც უარყოფს [უმიზეზოდ წაყენებულ ბრალს], ვალდებულია მხოლოდ ფიცი დადოს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად».
[სანდო (საჰიჰ)] - - [السنن الكبرى للبيهقي - 21243]
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ ხალხს მიენიჭებოდა უფლებები მხოლოდ მათი განცხადებების საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ნიშნის გარეშე, ზოგიერთები სხვის ქონებასა და სიცოცხლეზე განაცხადებდნენ პრეტენზიას. ამიტომ, სარჩელის გამომთქმელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება და დასაბუთება თავისი მოთხოვნისთვის. თუ მას მტკიცებულება არ აქვს, მაშინ საქმე განიხილება მოპასუხის წინააღმდეგ. თუ მოპასუხე უარყოფს სარჩელს, მას ევალება ფიცის დადება, რათა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან.