1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის

عَنْ المِقْدَامِ بْنِ مَعْدِي كَرِبَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«مَا مَلأَ آدَمِيٌّ وِعَاءً شَرًّا مِنْ بَطْنٍ، بِحَسْبِ ابْنِ آدَمَ أَكَلاَتٌ يُقِمْنَ صُلْبَهُ، فَإِنْ كَانَ لَا مَحَالَةَ، فَثُلُثٌ لِطَعَامِهِ، وَثُلُثٌ لِشَرَابِهِ، وَثُلُثٌ لِنَفَسِهِ».

მიყდამ იბნ მა'დი ქარიბის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: მე მოვისმინე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».

სანდო (საჰიჰ) رواه الإمام أحمد والترمذي والنسائي وابن ماجه الأربعون النووية - 47

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიგვითითა მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი საფუძვლის პრევენციაზე, რომლითაც ადამიანი იცავს საკუთარ ჯანმრთელობას. ეს არის ჭამის შემცირება: ჭამა მხოლოდ იმდენის, რამდენიც სულიერად და ფიზიკურად გაამაგრებს და აუცილებელ საქმეებში დაეხმარება. ცუდად შევსებული ჭურჭელი არის კუჭი, რადგან სიმაძღრე წარმოშობს ურიცხვ სასიკვდილო სნეულებებს ახლო თუ შორეულ პერიოდში, შინაგანად თუ გარეგანად. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: როცა ადამიანისთვის გარდაუვალია, რომ სიმაძღრე იგრძნოს, საკვები უნდა მიიღოს მესამედის ოდენობით, მეორე მესამედი სასმელისთვის უნდა დატოვოს, ხოლო მესამე მესამედი სუნთქვისთვის, რათა მას არ შეექმნას სიძნელე, ზიანი და სიზარმაცე იმ მოვალეობების შესრულებაში, რაც წმინდა და უზენაესმა ალლაჰმა დააკისრა, როგორც მისი რელიგიის, ასევე ამქვეყნიური საქმეების მხრივ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჭამასა და სმაში გადაჭარბების თავიდან აცილება არის საფუძველი, რომელიც მოიცავს მედიცინის ყველა სხვა საფუძველს, რადგან სიმაძღრის სიჭარბე იწვევს უამრავ სნეულებასა და ავადობას.
  2. ჭამის მიზანი არის ჯანმრთელობისა და ძალის შენარჩუნება, და სწორედ მათით არის უზრუნველყოფილი სიცოცხლის უსაფრთხოება.
  3. ჭამით კუჭის გადავსებას აქვს როგორც ფიზიკური, ასევე რელიგიური ზიანი. უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობდა: «ფრთხილად იყავით მუცელთან, რადგან ის აზიანებს სხეულს და ზარმაცს ხდის ლოცვაში».
  4. ჭამის შესახებ გადაწყვეტილება იყოფა რამდენიმე კატეგორიად: სავალდებულო: როცა მასზეა დამოკიდებული სიცოცხლის შენარჩუნება და მისი მიტოვება ზიანს იწვევს. ნებადართული: რაც აღემატება სავალდებულო რაოდენობას და არ არის საშიშროება ზიანის, მოუწონარი: როცა არსებობს ზიანის შიში. აკრძალული: როცა ზიანი ცნობილია. სასურველი: როცა ჭამა არის უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემაში და მორჩილების დამხმარე საშუალება. ეს ყველაფერი მოკლედ არის მოცემული ჰადისში სამ საფეხურად: პირველი: კუჭის გადავსება. მეორე: რამდენიმე ლუკმა, რაც ზურგს გამართულს ინარჩუნებს. მესამე: მისი სიტყვები: ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი სასმელისთვის და ერთი მესამედი სუნთქვისთვის. ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა საჭმლის სახეობა ჰალალია.
  5. ჰადისი მედიცინის ერთ-ერთ ძირითად წესად ითვლება. და რადგან მედიცინის მეცნიერება სამი საფუძვლის გარშემოა შემობრუნებული, ძალის შენარჩუნება, თავის შეკავება (ზიანისგან დაცვა) და გამოდევნა (მავნე ნივთების გამოყვანა) ჰადისი მოიცავს პირველ ორ მათგანს. როგორც უზენაესი ალლაჰი ამბობს: {ჭამეთ, სვით და ნუ გადააჭარბებთ! უეჭველად, მას არ უყვარს მფლამგველნი} (სურა ალ-ა‘არაფი, აია 31)
  6. ამ შარიათის სრულყოფილება იმაშია, რომ იგი მოიცავს ადამიანის ყველა სასიკეთოს, როგორც რელიგიაში, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
  7. შარიათის მეცნიერებებში შედის მედიცინის საფუძვლებიც და მისი სახეობებიც, როგორც ეს მოსულია თაფლზე და(თმინის) შავ მარცვალზე.
  8. შარიათის წესები მოიცავს სიბრძნეს, და ისინი დაფუძნებულია ზიანის თავიდან აცილებასა და სიკეთის მოტანაზე.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو