عَنْ عُقْبَةَ بْنِ عَامِرٍ رَضيَ اللهُ عنه عَنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«كَفَّارَةُ النَّذْرِ كَفَّارَةُ اليَمِينِ».

გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1645

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ზოგადად დადებული პირობის გამოსასყიდი, რომელიც არ იყო განსაზღვრული არაფერი: მისი გამოსასყიდი ფიცის გამოსასყიდია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ან-ნაზრ (შეფიცვა): შარიათულად ნიშნავს: ზრდასრული პიროვნების მიერ საკუთარი თავის დავალდებულება რაიმეთი უზენაესი ალლაჰის გულისთვის.
  2. დაფიცებულის გამოსასყიდი: ათი უპოვარის დაპურება ან მათი ტანსაცმლით შემოსვა ან ერთი მონის გათავისუფლება, ამ ყველაფრიდან ერთსაც თუ ვერ შეძლებს, მაშინ სამი დღის მარხვა.
  3. ქაფფარის (გამოსყიდვის) დანიშნულების სიბრძნე ისაა, რომ მუსლიმმა პატივი სცეს ნაზრს (ფიცს), მას არ დაუბრუნდეს (არ დაარღვიოს იგი) და რომ ეს არ იყოს მის ენაზე მუდმივად.
  4. შეფიცვის სახეობები: 1- ზოგადი შეფიცვა: როგორიცაა სიტყვები: (მე ვფიცავ ალლაჰს, თუ გამოვჯანმრთელდები) ამის შემდეგ გაჩუმდა და კონკრეტული რამე არ დაუფიცია, თუ ის გამოჯანმრთელდა მას აქვს დაფიცების გამოსასყიდი. 2- აღელვების და გაბრაზების დროს შეფიცვა: ეს არის როდესაც შეფიცებას რაიმე პირობას დაუდებს: როცა გულისხმობს რაიმე ქმედების აკრძალვას ან რაიმე ქმედების შესრულებას, როგორიცაა სიტყვები: (მე თუ შენ დაგელაპარაკე, მაშინ ერთი თვე ვიმარხებ), ამის დადგენილებაა: მას აქვს არჩევანის უფლება ან შეასრულოს ის, რა პირობაც დადო ან გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი თუ დაილაპარაკა. 3 - ნებადართული შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მე უნდა ჩავიცვა ტანსაცმელი), მისი დადგენილებაა: მას აქვს არჩევანის უფლება ან ჩაიცვას ტანისამოსი ან გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი. 4 - მოუწონარი შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მე გავშორდები ცოლს), მისი დადგენილებაა: სუნნაა მისთვის, რომ გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი და არ შეასრულოს ის რაც დაიფიცა, და თუ მაინც შეასრულა, მაშინ მას აღარ ევალდებულება გამოსასყიდი. 5 - აკრძალული შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მოვიპარავ), მისი დადგენილებაა: მისი შესრულება აკრძალულია და მან უნდა გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი, და თუ მაინც შეასრულა, მას დაედება ცოდვა და აღარ ეკუთვნის გამოსასყიდი. 6 - მორჩილების შეფიცვა: მაგალითად: (ვციცავ ალლაჰს, რომ ვილოცებ) , მისი განზრახვაა ალლაჰთან სიახლოვე, თუ ის რაიმე პირობას დადებს, მაგალითად, ავადმყოფის გამოჯამრთელებას, მაშინ მისი შესრულება სავალდებულო გახდება თუ ეს პირობა შესრულდება, და თუ რაიმე პირობა არ დაუდია, ზოგადად მისი შესრულება სავალდებულოა.

თარგმნების ჩვენება

31 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TH ไทย التايلندية
AS অসমীয়া الأسامية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
HU Magyar المجرية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية