+ -

عَنْ أَبِي بَكْرَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهُ أَنَّهُ سَمِعَ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«لَنْ يُفْلِحَ قَوْمٌ وَلَّوْا أَمْرَهُمُ امْرَأَةً».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 4425]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ბაქრათასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ გაიგონა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვერ გადარჩება საზოგადოება, რომელიც მმართველად ქალს დაიდგენს».

-

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვერ მიაღწევს წარმატებას საზოგადოება, რომელმაც მმართველად დაიდგინა ქალი და მათი საქმეები, განსჯა, ზოგადი მართვა, ან კი მინისტრობა მიანდეს მას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ქალები მმართველობას ან ხალხთა შორის განსჯის თანამდებობებს არ იკავებენ, და სხვა მსგავსი ზოგადი სამმართველო საქმეებს, ხოლო კერძო საქმეები როგორიცაა: ორგანიზაციის მართვა, ობოლთა თავშესაფრის, ან სკოლის მართვა და სხვა მსგავსი ადგილები პრობლემას არ წარმოადგენს.
  2. ქალის სისუსტის განმარტება. ის მამაკაცის თანასწორი არ არის ზოგად მმართველობაში, და თუ მოხდება მსგავს სფეროებში მისი დანიშვნა, შეიძლება გახდეს წარუმატებლობის მიზეზი.
  3. უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა ქალი და მას მისცა მამაკაცისგან განსხვავებული ბუნება, არსებობს მრავალი საქმე რომლის გაკეთებაც ქალს არ შეესაბამება; მისი განსაკუთრებული ბუნების გამო, ასევე არსებობს მრავალი საქმე რომლის გაკეთებაც კაცს არ შეესაბამება; მისი განსაკუთრებული ბუნების გამო.
  4. უარყოფილი წარმატება — ეს არის წარმატება შარიათის ენით, ანუ ამქვეყნიურისა და აახირეთის სიკეთის მიღწევა. სახელმწიფოს აყვავება არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ალლაჰის კმაყოფილებაშია. ხოლო ვინც ალლაჰის მორჩილებაში არ იმყოფება, ის წარმატებულთაგან არ არის, თუნდაც გარეგნულად მისი ამქვეყნიური საქმე საუკეთესო მდგომარეობაში ჩანდეს.
  5. ამ ჰადისში არ არის ქალის დამცირება, არამედ მისი შესაძლებლობებისათვის შესაფერისი სწორი გზის ჩვენებაა.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ინდონეზიური ბენგალური ფრანგული რუსული ბოსნეური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური ქურდული პორტუგალიური დარი უნგრული المقدونية
თარგმნების ჩვენება
მეტი