ჰადისების სია

რელიგია არის გულწრფელობა
عربي الإنجليزية الأوردية
გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
عربي الإنجليزية الأوردية
შევფიცეთ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ შევისმენდით და ვმორჩილებდით მის ბრძანებებს სირთულესა და სიადვილეში, მოსაწონსა და მოუწონარში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენს მიმართ უსამართლობას გამოიჩენენ
عربي الإنجليزية الأوردية
თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება
عربي الإنجليزية الأوردية
რელიგია არის გულწრფელობა
عربي الإنجليزية الأوردية
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვლება მათ მოტყუებაში ყოფნის დროს
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის)
عربي الإنجليزية الأوردية
თუ ვინმე მოვა თქვენთან მაშინ, როცა თქვენ ერთსულოვნად ემორჩილებით გარკვეულ ადამიანს, და შეეცდება თქვენს შორის განხეთქილებას და თქვენი ერთიანობის გაყოფას, მოკალით იგი
عربي الإنجليزية الأوردية
გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
عربي الإنجليزية الأوردية
ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით
عربي الإنجليزية الأوردية
ისმინეთ და დაემორჩილეთ, რადგან ისინი (მმართველები) აგებენ პასუხს მათზე დაკისრებულზე, ხოლო თქვენ — თქვენზე დაკისრებულზე
عربي الإنجليزية الأوردية
ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე
عربي الإنجليزية الأوردية
ისინი რომ შიგნით შესულიყვნენ (ცეცხლში), აღდგომის დღემდე აღარ გამოვიდოდნენ იქიდან. მორჩილება (მეთაურისადმი) მხოლოდ სიკეთეშია
عربي الإنجليزية الأوردية
ჭეშმარიტად, იქნებიან ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ და უსამართლობას ჩაიდენენ, ვინც დაამოწმებს მათ ტყუილს და დაეხმარება მათ უსამართლობაში, ის ჩემიანი არ არის
عربي الإنجليزية الإندونيسية
ალლაჰის სახელით, არავინ არ აიღებს არაფერს უსამართლოდ, თუ არა იმ პირობით, რომ აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე წარდგება ამ ტვირთით
عربي الإنجليزية الأوردية
ვერ გადარჩება საზოგადოება, რომელიც მმართველად ქალს დაიდგენს
عربي الإنجليزية الأوردية
ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები, ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები და არეულობა, რომლის დროსაც მჯდომარე უკეთესი იქნება მდგარზე, ხოლო მდგარი – უკეთესი მორბენალზე
عربي الإنجليزية الإندونيسية